1. წევრმა სახელმწიფოებმა და საქართველომ უნდა მიმართონ მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ტრანზიტს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ასეთ პირთა პირდაპირ დაბრუნება დანიშნულების სახელმწიფოში.
2. საქართველო გასცემს ნებართვას მესამე ქვეყნის მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა ტრანზიტზე წევრი სახელმწიფოს მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო წევრი სახელმწიფო გასცემს ნებართვას მესამე ქვეყნის მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა ტრანზიტზე საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ გარანტირებულია შესვლა ტრანზიტის სხვა შესაძლო სახელმწიფოებში და რეადმისია საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს მიერ.
3. საქართველომ ან წევრმა სახელმწიფომ შესაძლოა უარი თქვას ტრანზიტზე:
(a) თუ მესამე ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ემუქრება წამების, ან არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან სასჯელის, ან სასიკვდილო განაჩენის, ან რასობრივი წარმოშობის, რელიგიური მრწამსის, ეროვნების, კონკრეტულ სოციალურ ჯგუფთან კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის საფრთხე დანიშნულების სახელმწიფოში ან ტრანზიტის სხვა სახელმწიფოში;
(b) თუ მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი დაექვემდებარება სისხლის სამართლებრივ სანქციებს მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოში ან ტრანზიტის სხვა სახელმწიფოში; ან
(c) ჯანდაცვის, შიდასახელმწიფოებრივი უსაფრთხოების, საჯარო წესრიგის, ან მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სხვა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.
4. საქართველომ ან წევრმა სახელმწიფომ შეიძლება გააუქმოს ნებისმიერი გაცემული ნებართვა, თუ შემდგომში წარმოიშობა ან გაირკვევა მე-3 პუნქტში მითითებული ისეთი გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის სატრანზიტო ოპერაციის განხორციელებას, ან თუ გარანტირებული აღარ არის მგზავრობის გაგრძელება ტრანზიტის შესაძლო სახელმწიფოებში ან რეადმისია საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოში. ასეთ შემთხვევაში მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო უკან დააბრუნებს მესამე ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, არსებული აუცილებლობიდან გამომდინარე და გაჭიანურების გარეშე
შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირის შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესხებ · რედაქცია 22.11.2010
მუხლი 13. პრინციპები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 7. რეადმისიის განაცხადი
- მუხლი 8. მოქალაქეობასთან დაკავშირებული მტკიცებულებები
- მუხლი 9. მესამე ქვეყნის მოქალაქეებთან და მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებული მტკიცებულებები
- მუხლი 10. ვადები
- მუხლი 11. გადაცემის ფორმები და ტრანსპორტირების სახეები
- მუხლი 12. შეცდომით განხორციელებული რეადმისია
- მუხლი 14. სატრანზიტო პროცედურა
- მუხლი 15. ტრანსპორტირებისა და ტრანზიტის ხარჯები
- მუხლი 16. მონაცემთა დაცვა
- მუხლი 17. შეუზღუდველობის დათქმა
- მუხლი 18. რეადმისიის ერთობლივი კომიტეტი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირის შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესხებ“, მუხლი 13, №0, 22.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016029 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1250250/muxli-13/