პირად მონაცემთა გადაცემა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გადაცემა აუცილებელია წინამდებარე შეთანხმების საქართველოს ან წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ განხორციელების მიზნით. პირად მონაცემთა დამუშავება და დაცვა კონკრეტულ შემთხვევაში ექვემდებარება საქართველოს შიდა კანონმდებლობას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მაკონტროლებელს წარმოადგენს წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო – 95/46/EC დირექტივის დებულებებს და ამ წევრი სახელმწიფოს მიერ აღნიშნული დირექტივის შესაბამისად მიღებულ კანონებს. დამატებით გამოიყენება შემდეგი პრინციპები:
(a) პირად მონაცემთა დამუშავება უნდა მოხდეს სამართლიანი და კანონიერი გზით;
(b) პირად მონაცემთა შეგროვება ხორციელდება წინამდებარე შეთანხმების განხორციელების კონკრეტული, მკაფიოდ გამოხატული და ლეგიტიმური მიზნით და იგი არ ექვემდებარება შემდგომ დამუშავებას ამ მიზნისთვის შეუფერებლად არც მონაცემთა გადამცემი ორგანოს და არც მიმღები ორგანოს მიერ;
(c) პირადი მონაცემები უნდა იყოს ადეკვატური, შესაბამისი და არ სცდებოდეს იმ მიზანს, რომლისთვისაც მოხდა მათი შეგროვება და/ან შემდგომი დამუშავება; კერძოდ, გადაცემული პირადი მონაცემები უნდა მოიცავდეს მხოლოდ შემდეგს:
(i) გადასაცემი პირის მონაცემები (მაგ., გვარი, სახელი, ნებისმიერი ადრინდელი სახელი, სხვა სახელი, რომელსაც იყენებს/რომლითაც ცნობილია ან მეტსახელი, სქესი, სამოქალაქო მდგომარეობა, დაბადების რიცხვი და ადგილი, ამჟამინდელი და ნებისმიერი ადრინდელი მოქალაქეობა);
(ii) პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან მართვის მოწმობა (ნომერი, მოქმედების ვადა, გაცემის თარიღი, გამცემი ორგანო, გაცემის ადგილი);
(iii) გასაჩერებელი ადგილები და მარშრუტები
(iv) სხვა მონაცემები, რომლებიც საჭიროა გადასაცემი პირის ამოსაცნობად ან წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული რეადმისიის მოთხოვნების გაცნობის მიზნით;
(d) პირადი მონაცემები უნდა იყოს ზუსტი და საჭიროების შემთხვევაში განახლდეს;
(e) პირადი მონაცემები შენახულ უნდა იქნეს ისეთი ფორმით, რომელიც იძლევა მონაცემთა სუბიექტების იდენტიფიცირების საშუალებას, არა უმეტეს იმ პერიოდის განმავლობაში, რაც აუცილებელია იმ მიზნის შესასრულებლად, რომლისთვისაც მოხდა აღნიშნულ მონაცემთა შეგროვება, ან ხდება მათი შემდგომი დამუშავება;
(f) როგორც მონაცემთა გადამცემი, ისე მიმღები ორგანო მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას, რათა უზრუნველყოს პირად მონაცემთა შესწორება, წაშლა ან ბლოკირება იმ შემთხვევაში, თუ დამუშავება არ ხორციელდება ამ მუხლის დებულებათა შესაბამისად, კერძოდ, თუ მონაცემები არ არის ადეკვატური, შესაბამისი, ზუსტი, ან სცილდება იმ მიზანს, რომლისთვისაც ხდება მათი დამუშავება. ეს პუნქტი ითვალისწინებს მეორე მხარისთვის მონაცემთა შესწორების, წაშლის ან ბლოკირების შესახებ შეტყობინების გაგზავნას;
(g) მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა მიმღები ორგანო გადამცემ ორგანოს აცნობებს გადაცემული მონაცემების გამოყენების და მიღებული შედეგების შესახებ;
(h) პირადი მონაცემები შესაძლოა გადაეცეს მხოლოდ კომპეტენტურ ორგანოებს. სხვა ორგანოებისთვის მათი შემდგომი გადაცემა საჭიროებს მონაცემთა გადამცემი ორგანოს წინასწარ თანხმობას;
(i) მონაცემთა გადამცემ და მიმღებ ორგანოებს ეკისრებათ პირად მონაცემთა გადაცემის და მიღების წერილობითი აღრიცხვის ვალდებულება
შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირის შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესხებ · რედაქცია 22.11.2010
მუხლი 16. მონაცემთა დაცვა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 10. ვადები
- მუხლი 11. გადაცემის ფორმები და ტრანსპორტირების სახეები
- მუხლი 12. შეცდომით განხორციელებული რეადმისია
- მუხლი 13. პრინციპები
- მუხლი 14. სატრანზიტო პროცედურა
- მუხლი 15. ტრანსპორტირებისა და ტრანზიტის ხარჯები
- მუხლი 17. შეუზღუდველობის დათქმა
- მუხლი 18. რეადმისიის ერთობლივი კომიტეტი
- მუხლი 19. საიმპლემენტაციო ოქმები
- მუხლი 20. მიმართება წევრ სახელმწიფოთა რეადმისიის ორმხრივ შეთანხმებებთან ან ხელშეკრულებებთან
- მუხლი 21. ტერიტორიული გამოყენება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირის შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესხებ“, მუხლი 16, №0, 22.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016029 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1250250/muxli-16/