1. ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს გაუწევენ დახმარებას წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასა და ინტერპრეტაციაში. ამ მიზნით ისინი შექმნიან რეადმისიის ერთობლივ კომიტეტს (შემდგომში „კომიტეტი“), რომელიც შეასრულებს შემდეგ ფუნქციებს:
(a) გააკონტროლებს წინამდებარე შეთანხმების გამოყენებას;
(b) განსაზღვრავს განხორციელების ზომებს, რომლებიც აუცილებელია წინამდებარე შეთანხმების ერთგვაროვანი გამოყენებისთვის;
(c) უზრუნველყოფს ინფორმაციის რეგულარულ გაცვლას იმ საიმპლემენტაციო ოქმების შესახებ, რომლებიც მე-19 მუხლის შესაბამისად შედგენილია ცალკეული წევრი სახელმწიფოების და საქართველოს მიერ;
(d) წარმოადგენს შესწორებებს წინამდებარე შეთანხმებასა და მის დანართებში.
2. კომიტეტის გადაწყვეტილებები სავალდებულოა ხელშემკვრელი მხარეებისთვის.
3. კომიტეტის შემადგენლობაში შევლენ ევროკავშირისა და საქართველოს წარმომადგენლები.
4. კომიტეტი შეიკრიბება საჭიროებისამებრ, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნისამებრ.
5. კომიტეტი შეიმუშავებს თავის საპროცედურო წესებს
შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირის შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესხებ · რედაქცია 22.11.2010
მუხლი 18. რეადმისიის ერთობლივი კომიტეტი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. შეცდომით განხორციელებული რეადმისია
- მუხლი 13. პრინციპები
- მუხლი 14. სატრანზიტო პროცედურა
- მუხლი 15. ტრანსპორტირებისა და ტრანზიტის ხარჯები
- მუხლი 16. მონაცემთა დაცვა
- მუხლი 17. შეუზღუდველობის დათქმა
- მუხლი 19. საიმპლემენტაციო ოქმები
- მუხლი 20. მიმართება წევრ სახელმწიფოთა რეადმისიის ორმხრივ შეთანხმებებთან ან ხელშეკრულებებთან
- მუხლი 21. ტერიტორიული გამოყენება
- მუხლი 22. შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა
- მუხლი 23. ძალაში შესვლა, მოქმედების ვადა და შეწყვეტა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირის შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესხებ“, მუხლი 18, №0, 22.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016029 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1250250/muxli-18/