1. ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს უნდა დაეხმარონ წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასა და განმარტებაში. ამ მიზნით მათ უნდა შექმნან რეადმისიის ერთობლივი კომიტეტი (შემდგომში წოდებული, როგორც „კომიტეტი“), რომელიც, სახელდობრ, შეასრულებს შემდეგ ფუნქციებს:
(a) მონიტორინგს გაუწევს წინამდებარე შეთანხმების გამოყენებას;
(b) გადაწყვეტს წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტების ან გამოყენებისას წარმოშობილ საკითხებს;
(c) მიიღებს გადაწყვეტილებას წინამდებარე შეთანხმების ერთგვაროვანი გამოყენებისათვის საჭირო ზომების განმარტების შესახებ;
(d) წარმოადგენს რეკომენდაციებს წინამდებარე შეთანხმებასა და მის დანართებში ცვლილებების განხორციელების თაობაზე.
2. კომიტეტის გადაწყვეტილებები ხელშემკვრელი მხარეებისთვის შესასრულებლად სავალდებულოა.
3. კომიტეტი შედგება ხელშემკვრელი მხარეების წარმომადგენლებისაგან.
4. კომიტეტი შეიკრიბება საჭიროებისამებრ ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე.
5. კომიტეტი განსაზღვრავს მის პროცედურულ წესებს. დავები, რომელიც ვერ გადაწყდება კომიტეტის მიერ, გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზი