1. ტრანზიტის განაცხადი და მისი პასუხი წარდგენილი უნდა იქნეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, მათ შორის RCMES სისტემით, და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

(a) ტრანზიტის ტიპი (საჰაერო ან სახმელეთო), ტრანზიტის სხვა შესაძლო სახელმწიფო და საბოლოო დანიშნულების სახელმწიფო;

(b)  პირის მონაცემები (მაგ.: სახელი, გვარი, ქორწინებამდელი გვარი, სხვა სახელები, რომელსაც იყენებს/რომლითაც ცნობილია, ან მეტსახელი, დაბადების თარიღი, სქესი და თუ შესაძლებელია – დაბადების ადგილი, მოქალაქეობა, ენა, სამგზავრო დოკუმენტის ტიპი და ნომერი);

(c)   სავარაუდო სასაზღვრო გამტარი პუნქტი, გადაცემის დრო და ესკორტის შესაძლო გამოყენება;

(d) ოფიციალური განცხადება, რომ მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს შეხედულებით, შესრულებულია წინამდებარე შეთანხმების მე-13(2) მუხლის პირობები და წინამდებარე შეთანხმების მე-13(3) მუხლის შესაბამისად არ არსებობს უარის თქმის საფუძველი.

ტრანზიტის განაცხადების საერთო ფორმა მოცემულია მე-6 დანართში.

2. მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ განაცხადის მიღებიდან ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში წერილობითი ფორმით უნდა აცნობოს მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოს თავისი თანხმობა მიღებასთან დაკავშირებით, დაუდასტუროს სასაზღვრო გამტარი პუნქტი და მიღების სავარაუდო დრო, ან განუცხადოს უარი და აცნობოს უარის მიზეზები. თუ პასუხი გაცემულ არ იქნება ათი სამუშაო დღის განმავლობაში, ჩაითვლება რომ ტრანზიტი შეთანხმებულია.

3. თუ სატრანზიტო ოპერაცია ხორციელდება საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით, რეადმისიას დაქვემდებარებული პირი და შესაძლო თანმხლები პირები თავისუფლდებიან აეროპორტის სატრანზიტო ვიზის აღების ვალდებულებისაგან.

4. მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები, ორმხრივი კონსულტაციების საფუძველზე, ხელს შეუწყობენ სატრანზიტო ოპერაციების განხორციელებას, კერძოდ, ტრანზიტს დაქვემდებარებული პირების ზედამხედველობის განხორციელებისა და ამ მიზნით შესაბამისი პირობების შექმნის გზით.

5. ტრანზიტს დაქვემდებარებულ პირთა ტრანზიტი უნდა განხორციელდეს მოთხოვნაზე თანხმობის მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში, თუ სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებულ