1. თუ მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო მიიჩნევს, რომ სხვა ისეთ დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტებს, რომელიც არ არის წარმოდგენილი წინამდებარე შეთანხმების 1-4 დანართებში, შეიძლება ჰქონდეს არსებითი მნიშვნელობა რეადმისიას დაქვემდებარებული პირის მოქალაქეობის დასადგენად ან მესამე სახელმწიფოს მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად, ასეთი ინფორმაცია ან დოკუმენტები შესაძლოა წარდგენილ იქნეს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოსათვის რეადმისიის განაცხადთან ერთად.

2. რეადმისიის განაცხადის დამუშავების პროცესში წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების მხედველობაში მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფ