1. მოქალაქეობის დამადასტურებელი მტკიცებულება, წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას პირველ დანართში ჩამოთვლილი დოკუმენტების სახით, მაშინაც კი როცა მოქმედების ვადა 6 თვემდე არის გასული. მოქალაქეობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ შეიძლება იყოს წარმოდგენილი ყალბი დოკუმენტებით.

2. მოქალაქეობის დამადასტურებელ prima facie მტიცებულებებს შესაძლებელია წარმოადგენდეს წინამდებარე შეთანხმების მე-2 დანართში მითითებული დოკუმენტაცია, მაშინაც კი, თუ მათი მოქმედების ვადა გასულია. თუ აღნიშნული დოკუმენტაცია წარდგენილია, ხელშემკვრელი მხარეების მიერ პირის მოქალაქეობა დადგენილად მიიჩნევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცდება საწინააღმდეგო. Prima facie მტკიცებულებებს არ შეიძლება წარმოადგენდეს ყალბი დოკუმენტაცია.

3. თუ ვერ ხერხდება შეთანხმების პირველ და მე-2 დანართებში მოცემული ვერცერთი მტკიცებულების წარდგენა, ან ისინი არ არის საკმარისი, მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო, ან კომპეტენტური დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, მოთხოვნის წარმდგენი მხარის მიერ გამოთხოვილი, რეადმისიის განაცხადის ფორმაში შესატანი გასაუბრების მოთხოვნის საფუძველზე, უზრუნველყოფს რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთან მისი მოქალაქეობის დადგენის მიზნით გასაუბრებას უსაფუძვლო შეფერხების გარეშე, რეადმისიის განაცხადის მიღების დღიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

-  გასაუბრება უნდა ჩატარდეს კომპეტენტური დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობაში;

-  ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ გასაუბრების სხვა ადგილას ჩატარებაზე;

-  თუ გასაუბრება ჩატარდება კომპეტენტური დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ადმინისტრაციული შენობის გარეთ, მოთხოვნის წარმდგენმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მგზავრობასთან და განთავსებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება;

- მოთხოვნის წარმდგენმა სახელმწიფომ, გასაუბრების დროს, უნდა უზრუნველყოს იმ დიპლომატიური თანამდებობის პირის უსაფრთხოება, რომელიც ატარებს გასაუბრებას.

4. წინამდებარე შეთანხმების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რეადმისიის განაცხადზე პასუხის გასაცემად დრო აითვლება გასაუბრების ჩატარების თარიღიდა