1. რეადმისიის განაცხადი უნდა წარედგინოს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო შეიტყობს, რომ მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი ვერ ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებს ამ სახელმწიფოში შესვლის, ყოფნის ან ცხოვრებისათვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ განაცხადის დროულად წარდგენას ხელს უშლის რაიმე იურიდიული ან ფაქტობრივი სახის დაბრკოლებები, მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს მოთხოვნის საფუძველზე, ვადა გაგრძელდება, მაგრამ მხოლოდ დაბრკოლებების აღმოფხვრამდე.
2. რეადმისიის განაცხადს პასუხი უნდა გაეცეს წერილობით 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება რეადმისიის მოთხოვნის წერილობითი მიღების დადასტურების თარიღიდან. აღნიშნული ვადის ფარგლებში პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში გადაცემა ჩაითვლება შეთანხმებულად.
3. რეადმისიის მოთხოვნაზე უარის მიზეზები წარდგენილი უნდა იქნეს წერილობით.
4. თანხმობის მიცემის შემდეგ, ან საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ პირის გადაცემა განხორციელდება 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. მოთხოვნის წარმდგენი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს იურიდიული ან ფაქტობრივი სახის დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად.
5. რეადმისიის მოთხოვნის მიღების შესახებ დასტური და პასუხი რეადმისიის განაცხადზე შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული კომუნიკაციების, მათ შორის – RCMES-ის საშუალები