1. ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა გაამკაცრონ მესამე სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ტრანზიტის ის შემთხვევები, როდესაც შეუძლებელია ასეთ პირთა პირდაპირი დაბრუნება დანიშნულების სახელმწიფოში.

2. მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო გასცემს ნებართვას მესამე სახელმწიფოს მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა ტრანზიტზე, თუ გარანტირებულია შემდგომი მგზავრობა სხვა შესაძლო სატრანზიტო სახელმწიფოებში და რეადმისია საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს მიერ.

3. მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ შესაძლოა უარი განაცხადონ ტრანზიტზე შემდეგ შემთხვევებში:

(a)   თუ მესამე სახელმწიფოს მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ემუქრება წამების ან არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან სასჯელის, ან სასიკვდილო განაჩენის, ან რასის, რელიგიის, ეროვნების, კონკრეტულ ჯგუფთან კუთვნილებისა ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის რეალური საფრთხე დანიშნულების სახელმწიფოსა ან ტრანზიტის სხვა სახელმწიფოში; ან

(b)   თუ მესამე სახელმწიფოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი დაექვემდებარება სისხლისსამართლებრივ სანქციებს დანიშნულების სახელმწიფოსა ან ტრანზიტის სხვა სახელმწიფოში; ან

(c)   საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ეროვნული უსაფრთხოების, საჯარო წესრიგისა ან მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სხვა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

4. მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ შეიძლება გააუქმოს ნებისმიერი გაცემული ნებართვა, თუ შემდგომში წარმოიშობა ან გაირკვევა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ისეთი გარემოებები, რომელიც ხელს უშლის სატრანზიტო ოპერაციის განხორციელებას, ან თუ გარანტირებული აღარ არის მგზავრობის გაგრძელება ტრანზიტის შესაძლო სახელმწიფოების გავლით ან რეადმისია საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოში. ასეთ შემთხვევაში მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო უკან დააბრუნებს მესამე სახელმწიფოს მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს აუცილებლობიდან გამომდინარე და გაჭიანურების გარეშ