არმქონე პირთა რეადმისია
1. მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო მოთხოვნის წარმდგენი სახელწიფოს განაცხადის საფუძველზე და ყოველგვარი შემდგომი ფორმალობების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულისა, განახორციელებს ნებისმიერი იმ მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის რეადმისიას, რომელიც ვერ ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების მოთხოვნებს იმ პირობით, თუ დამტკიცდება ან თუ შესაძლებელია, რომ წარდგენილი prima facie მტკიცებულებების საფუძველზე დასაბუთებულად ივარაუდებოდეს, რომ ეს პირები:
(a) რეადმისიის განაცხადის წარდგენის დროს ფლობენ მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მიერ გაცემულ მოქმედ ვიზას ან ბინადრობის ნებართვას; ან
(b) მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის ან ტრანზიტით გავლის შემდგომ უკანონოდ და პირდაპირ შევიდნენ მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
2. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული რეადმისიის ვალდებულება არ იმოქმედებს, თუ:
(a) მესამე სახელმწიფოს მოქალაქემ ან მოქალაქეობის არმქონე პირმა გადაკვეთა მხოლოდ საჰაერო სატრანზიტო ზონა მოთხოვნის მიმღები სახელწიფოს საერთაშორისო აეროპორტის გავლით;
(b) მესამე სახელმწიფოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი სარგებლობდა მოთხოვნის წარმდგენი სახელწიფოს ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის უფლებით;
(c) მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლამდე ან შესვლის შემდეგ ამ უკანასკნელმა მესამე სახელმწიფოს მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე გასცა ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ პირს აქვს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მიერ გაცემული ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, რომელსაც მოქმედების უფრო ხანგრძლივი ვადა აქვს;
(d) მოთხოვნის მიმღებმა სახელწიფომ მესამე სახელმწიფოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი მისი წარმომავლობის ქვეყანასა ან მესამე სახელმწიფოში გააძევა.
3. რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო იმ პირის სახელზე, რომლის რეადმისიაზეც მიღებულია თანხმობა, გასცემს სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც საჭიროა მისი დაბრუნებისათვი