1. მე-2(1) მუხლისა და მე-4(1) მუხლის შესაბამისად, მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთს შესაძლებელია წარმოადგენდეს წინამდებარე შეთანხმების 1-ლ დანართში მითითებული დოკუმენტაცია, მათ შორის 6 თვემდე ვადაგასული დოკუმენტები. ასეთი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, წევრი სახელმწიფოები და საქართველო ერთობლივად ცნობენ მოქალაქეობას შემდგომი მოკვლევის ჩატარების გარეშე. მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთს არ შეიძლება წარმოადგენდეს ყალბი დოკუმენტაცია.
2. მე-2(1) მუხლისა და მე-4(1) მუხლის შესაბამისად მოქალაქეობის დამადასტურებელ prima facie შესაძლებელია წარმოადგენდეს წინამდებარე შეთანხმების მე-2 დანართში მითითებული დოკუმენტაცია, მაშინაც კი, თუ მათი მოქმედების ვადა გასულია. ასეთი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, წევრი სახელმწიფოები და საქართველო მოქალაქეობას დადგენილად ჩათვლიან, თუ სხვა რამ არ შეიძლება დამტკიცდეს. prima facie მტკიცებულებებს არ შეიძლება წარმოადგენდეს ყალბი დოკუმენტაცია.
3. თუ 1-ლ და მე-2 დანართში მითითებული ვერც ერთი დოკუმენტის წარდგენა ვერ ხერხდება, ან თუ ისინი სრულად არაა წარმოდგენილი, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობები, მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს თხოვნით, რომელიც თან ერთვის რეადმისიის განაცხადს, უზრუნველყოფენ რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთან გასაუბრებას გაჭიანურების გარეშე, მისი მოქალაქეობის დადგენის მიზნით, რეადმისიის განაცხადის მიღების დღიდან არა უგვიანეს 4 სამუშაო დღის განმავლობაში. ასეთი გასაუბრების ჩატარების პროცედურა შესაძლებელია განისაზღვროს წინამდებარე შეთანხმების მე-19 მუხლში გათვალისწინებულ საიმპლემენტაციო ოქმებში
შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირის შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესხებ · რედაქცია 22.11.2010
მუხლი 8. მოქალაქეობასთან დაკავშირებული მტკიცებულებები
მთავარი მონაცემები
- ვადა 4 სამუშაო დღის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 8. მოქალაქეობასთან დაკავშირებული მტკიცებულებები
- მუხლი 8. მოქალაქეობასთან დაკავშირებული მტკიცებულებები
- მუხლი 6. მოქალაქეობასთან დაკავშირებული მტკიცებულებები
- მუხლი 9. მოქალაქეობასთან დაკავშირებული მტკიცებულება
- მუხლი 7. მოქალაქეობასთან დაკავშირებული მტკიცებულები
- მუხლი 9. მესამე ქვეყნის მოქალაქეებთან და მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებული მტკიცებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. საკუთარ მოქალაქეთა რეადმისია
- მუხლი 3. მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისია
- მუხლი 4. საკუთარ მოქალაქეთა რეადმისია
- მუხლი 5. მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისია
- მუხლი 6. პრინციპები
- მუხლი 7. რეადმისიის განაცხადი
- მუხლი 9. მესამე ქვეყნის მოქალაქეებთან და მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებული მტკიცებულებები
- მუხლი 10. ვადები
- მუხლი 11. გადაცემის ფორმები და ტრანსპორტირების სახეები
- მუხლი 12. შეცდომით განხორციელებული რეადმისია
- მუხლი 13. პრინციპები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირის შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესხებ“, მუხლი 8, №0, 22.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016029 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1250250/muxli-8/