1. მე-2(1) მუხლისა და მე-4(1) მუხლის შესაბამისად, მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთს შესაძლებელია წარმოადგენდეს წინამდებარე შეთანხმების პირველ დანართში მითითებული დოკუმენტაცია, მათ შორის 6 თვემდე ვადაგასული დოკუმენტები. ასეთი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, საქართველო და დანია ერთობლივად ცნობენ მოქალაქეობას შემდგომი მოკვლევის ჩატარების გარეშე. მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთს არ შეიძლება წარმოადგენდეს ყალბი დოკუმენტაცია.

2. მე-2(1) მუხლისა და მე-4(1) მუხლის შესაბამისად მოქალაქეობის დამადასტურებელ prima facie მტკიცებულებებს შესაძლებელია წარმოადგენდეს წინამდებარე შეთანხმების მე-2 დანართში მითითებული დოკუმენტაცია, მაშინაც კი, თუ მათი მოქმედების ვადა გასულია. ასეთი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, საქართველო და დანია მოქალაქეობას დადგენილად ჩათვლიან, თუ სხვა რამ არ შეიძლება დამტკიცდეს. prima facie მტკიცებულებებს არ შეიძლება წარმოადგენდეს ყალბი დოკუმენტაცია.

3. თუ პირველ და მე-2 დანართებში მითითებული ვერცერთი დოკუმენტის წარდგენა ვერ ხერხდება, ან, თუ ისინი სრულად არაა წარმოდგენილი, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება, მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს თხოვნით, რომელიც თან ერთვის რეადმისიის განაცხადს, უზრუნველყოფს რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთან გასაუბრებას გაჭიანურების გარეშე, მისი მოქალაქეობის დადგენის მიზნით, რეადმისიის განაცხადის მიღების დღიდან არაუგვიანეს 4 სამუშაო დღის განმავლობაში. ასეთი გასაუბრების ჩატარების პროცედურა შესაძლებელია განისაზღვროს წინამდებარე შეთანხმების მე-19 მუხლით გათვალისწინებულ საიმპლემენტაციო ოქმშ