1. დანია, საქართველოს განაცხადის საფუძველზე და ყოველგვარი შემდგომი ფორმალობების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულისა, განახორციელებს ყველა იმ მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის რეადმისიას, რომლებიც ვერ, ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებენ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების მოთხოვნებს, იმ პირობით, თუ დამტკიცდება ან prima facie მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში ივარაუდება, რომ ეს პირები:
(a) რეადმისიის განაცხადის წარდგენის დროს ფლობდნენ დანიის მიერ გაცემულ მოქმედ ვიზას ან ბინადრობის ნებართვას; ან
(b) დანიის ტერიტორიაზე ყოფნის ან ამ ტერიტორიის ტრანზიტით გავლის შემდეგ, უკანონოდ და პირდაპირ შევიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.
2. პირველ პუნქტში მითითებული რეადმისიის ვალდებულება არ იმოქმედებს, თუ:
(a) მესამე ქვეყნის მოქალაქემ ან მოქალაქეობის არმქონე პირმა გადაკვეთა მხოლოდ საჰაერო ზონა დანიის საერთაშორისო აეროპორტის გავლით; ან
(b) საქართველომ მესამე ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე გასცა ვიზა ან ბინადრობის ნებართვა მის ტერიტორიაზე შესვლამდე ან შესვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
(i) პირს გააჩნია დანიის მიერ გაცემული ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, მოქმედების უფრო ხანგრძლივი ვადით;
(ii) საქართველოს მიერ გაცემული ვიზა ან ბინადრობის ნებართვა მიღებულია გაყალბებული ან ფალსიფიცირებული დოკუმენტების გამოყენებით ან ცრუ განცხადებების გაკეთების საფუძველზე; ან
(iii) პირი ვერ ასრულებს ვიზასთან დაკავშირებულ რომელიმე პირობას.
(c) დანიამ მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი გააძევა თავისი წარმომავლობის ქვეყანაში ან მესამე სახელმწიფოში.
3. რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით დანიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დანია იმ პირის სახელზე, რომლის რეადმისიაზეც მიღებულ იქნა თანხმობა, დაუყოვნებლივ და არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში გასცემს სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება გაძევების მიზნით. თუ დანიამ 3 სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს საქართველოს სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
ნაწილი III
რეადმისიის პროცედუ