1. ისლანდია, საქართველოს განაცხადის საფუძველზე და საქართველოს მიერ ყოველგვარი შემდგომი ფორმალობების გატარების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულისა, განახორციელებს ყველა იმ მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის რეადმისიას, რომელიც ვერ ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებს საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების მოთხოვნებს, თუ მე-10 მუხლის შესაბამისად დგინდება, რომ ეს პირები:

(a) რეადმისიის განაცხადის წარდგენის დროს ფლობდნენ ისლანდიის მიერ გაცემულ მოქმედ ვიზას ისლანდიის ტერიტორიიდან პირდაპირ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის დროს; ან

(b) ფლობენ ისლანდიის მიერ გაცემულ ბინადრობის ნებართვას; ან

(c) ისლანდიის ტერიტორიაზე ყოფნის ან მისი ტერიტორიის ტრანზიტით გავლის შემდეგ, უკანონოდ და პირდაპირ შევიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული რეადმისიის ვალდებულება არ იმოქმედებს, თუ:

(a) მესამე ქვეყნის მოქალაქემ ან მოქალაქეობის არმქონე პირმა გადაკვეთა მხოლოდ საჰაერო ზონა ისლანდიის საერთაშორისო აეროპორტის გავლით; ან

(b) საქართველომ მესამე ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე გასცა ვიზა, რომელიც გამოყენებულ იქნა პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლისათვის ან ბინადრობის ნებართვისთვის თავის ტერიტორიაზე შესვლამდე ან შესვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ პირს აქვს ისლანდიის მიერ გაცემული ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, რომელსაც მოქმედების უფრო ხანგრძლივი ვადა აქვს; ან

(c) მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი სარგებლობს საქართველოს ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლით; ან

(d) მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი გააძევა თავისი წარმომავლობის ქვეყანაში, ან მესამე სახელმწიფოში.

3. რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით ისლანდიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ან, საჭიროების შემთხვევაში, მე-11(2) მუხლში მითითებული ვადების გასვლის შემდეგ, ისლანდიის ორგანოები, საჭიროების შემთხვევაში, იმ პირის სახელზე, რომლის რეადმისიაზეც მიღებულ იქნა თანხმობა, სამი სამუშაო დღის განმავლობაში გასცემენ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც საჭიროა მისი დაბრუნებისათვის და რომელსაც ექნება სამ თვემდე მოქმედების ვადა. თუ ისლანდიამ სამი სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს საქართველოს მიერ გაცემული სტანდარტული სამგზავრო დოკუმენტის გამოყენებას გაძევების მიზნებისათვის.

4. თუ იურიდიული ან ფაქტობრივი გარემოებების გამო ვერ ხერხდება მოცემული პირის გადაცემა თავდაპირველად გაცემული სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადაში, ისლანდიის ორგანოები სამი სამუშაო დღის განმავლობაში გაახანგრძლივებენ სამგზავრო დოკუმენტის ვადას ან, საჭიროების შემთხვევაში, გასცემენ ახალ სამგზავრო დოკუმენტს მოქმედების იმავე ვადით. თუ ისლანდიამ სამი სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს საქართველოს მიერ გაცემული სტანდარტული სამგზავრო დოკუმენტის გამოყენებას გაძევების მიზნებისათვის.

ნაწილი III

რეადმისიის პროცედუ