1. შესაძლებლობის ფარგლებში, რეადმისიის განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

(a) რეადმისიას დაქვემდებარებული პირის შესახებ მონაცემები (მაგ., სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და თუ შესაძლებელია – დაბადების ადგილი და ბოლო საცხოვრებელი ადგილი) და, საჭიროების შემთხვევაში, მონაცემები 18 წლამდე დაუქორწინებელი შვილების ან/და მეუღლეების შესახებ;

(b) საკუთარი მოქალაქეების შემთხვევაში, მითითება, თუ რა საშუალებით მოხდება მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთის ან prima facie მტკიცებულების წარდგენა, როგორც ეს მითითებულია შესაბამისად პირველ და მე-2 დანართებში;

(c) მესამე ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა შემთხვევაში, მითითება, თუ რა საშუალებით მოხდება მესამე ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიის პირობების დამადასტურებელი საბუთის ან prima facie მტკიცებულების წარდგენა, როგორც გათვალისწინებულია შესაბამისად მე-3 და მე-4 დანართებით;

(d) რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ფოტოსურათი;

(e) თითის ანაბეჭდები.

2. შესაძლებლობის ფარგლებში, რეადმისიის განაცხადი ასევე უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

(a) განცხადება, რომ გადასაცემ პირს შესაძლებელია ესაჭიროებოდეს დახმარება ან მზრუნველობა, იმ პირობით, თუ პირმა აღნიშნულზე დასტური მკაფიოდ გამოხატა;

(b) დაცვის, უსაფრთხოების ნებისმიერი სხვა ზომა ან პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა აუცილებელი იყოს გადაცემის კონკრეტულ შემთხვევაში.

3. მე-7(3) მუხლის შეუზღუდავად, რეადმისიის ნებისმიერი განაცხადი წერილობითია და დგება ისეთი საერთო ფორმით, რომელიც წარმოდგენილია ამ შეთანხმების მე-5 დანართით.

4. რეადმისიის განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებების გზით, მათ შორის, ელექტრონული საშუალებებით, მაგ.: ფაქსიმილე, ელექტრონული ფოსტა და ა.შ. მოთხოვნის მიმღებმა მხარემ უნდა დაადასტუროს განაცხადის მიღება როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება, მაგრამ განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 72 საათისა.

5. მე-11(2) მუხლის შეუზღუდავად, რეადმისიის განაცხადზე პასუხი უნდა გაიცეს წერილობი