მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო დაიბრუნებს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მიერ ნებისმიერ რეადმისირებულ პირს, თუ პირის გადაცემიდან 6 თვის, ხოლო მესამე ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა შემთხვევაში – 12 თვის განმავლობაში დადგინდება, რომ წინამდებარე შეთანხმებაში მე-3 მუხლიდან მე-6 მუხლის ჩათვლით წარმოდგენილი პირობები შესრულებული არ არის.
ასეთ შემთხვევებში, და გარდა პირის ყველა სატრანპორტო ხარჯისა, რომელიც უნდა გაიღოს მოთხოვნის წარმდგენმა სახელმწიფომ, როგორც ეს მითითებულია წინა პუნქტში, წინამდებარე შეთანხმების პროცედურული ნორმები იმოქმედებს შესაბამისი ცვლილებებით და წარმოდგენილი იქნება დასაბრუნებელი პირის ვინაობასთან და მოქალაქეობასთან დაკავშირებული ყოველგვარი არსებული ინფორმაცია.
ნაწილი IV
სატრანზიტო ოპერაციე