1. ისლანდია, საქართველოს განაცხადის საფუძველზე და საქართველოს მიერ ყოველგვარი შემდგომი ფორმალობების გატარების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულისა, განახორციელებს ყველა იმ პირის რეადმისიას, რომელთა ვერ ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებს საქართველოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების თაობაზე დადგენილ მოთხოვნებს, იმ პირობით თუ მე-9 მუხლის შესაბამისად დამტკიცდება, რომ ეს პირები ისლანდიის მოქალაქეები არიან.

2. ისლანდია ასევე განახორციელებს შემდეგი პირების რეადმისიას:

– ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირთა 18 წლამდე დაუქორწინებელი შვილები, მიუხედავად მათი დაბადების ადგილის ან მოქალაქეობისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ აქვთ საქართველოში ბინადრობის დამოუკიდებლად მიღებული უფლება, ან თუ ზემოაღნიშნული ბინადრობის დამოუკიდებლად მიღებული უფლება აქვს მეორე მშობელს, რომელსაც აქვს კანონიერი მეურვეობა აღნიშნულ ბავშვზე;

– ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირთა მეუღლეები, რომელთაც აქვთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, იმ პირობით, თუ მათ აქვთ ან ენიჭებათ ისლანდიის ტერიტორიაზე შესვლის და ყოფნის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ აქვთ საქართველოში ბინადრობის დამოუკიდებლად მიღებული უფლება ან როდესაც ისლანდიის მიერ დამტკიცებულია, რომ მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, სადავო ქორწინება სამართლებრივად აღიარებული არ არის.

3. ისლანდია ასევე განახორციელებს იმ პირთა რეადმისიას, რომლებსაც მისი კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოერთვათ ან რომლებიც გავიდნენ ისლანდიის მოქალაქეობიდან საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს ამ პირებს დაპირდა ნატურალიზაციას.

4. რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით ისლანდიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ან, საჭიროების შემთხვევაში, მე-11(2) მუხლში მითითებული ვადების გასვლის შემდეგ, ისლანდიის კომპეტენტური დიპლომატიური ან საკონსულო წარმომადგენლობა, რეადმისიას დაქვემდებარებული პირის სურვილის მიუხედავად, სამი სამუშაო დღის განმავლობაში გასცემს რეადმისიას დაქვემდებარებული პირის დაბრუნებისთვის აუცილებელ სამგზავრო დოკუმენტს, რომელსაც აქვს სამთვიანი მოქმედების ვადა. თუ ისლანდიამ სამი სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს საქართველოს მიერ გაცემულ სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

5. თუ იურიდიული ან ფაქტობრივი გარემოებების გამო ვერ ხერხდება მოცემული პირის გადაცემა თავდაპირველად გაცემული სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადაში, ისლანდიის კომპეტენტური დიპლომატიური ან საკონსულო წარმომადგენლობა სამი სამუშაო დღის განმავლობაში გასცემს ახალ სამგზავრო დოკუმენტს მოქმედების იმავე ვადით. თუ ისლანდიამ სამი სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს საქართველოს მიერ გაცემულ სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება ქვეყნიდან გაძევების მიზნი