1. საქართველო, დანიის განაცხადის საფუძველზე და ყოველგვარი შემდგომი ფორმალობების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულისა, განახორციელებს ყველა იმ პირის რეადმისიას, რომლებიც ვერ ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებენ დანიის ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების მოთხოვნებს, იმ პირობით, თუ დამტკიცდება ან ივარაუდება prima facie მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, რომ ეს პირები საქართველოს მოქალაქეები არიან.
2. საქართველო, ასევე, განახორციელებს შემდეგი პირების რეადმისიას:
(a) პირველ პუნქტში მითითებულ პირთა არასრულწლოვანი დაუქორწინებელი შვილები, მიუხედავად მათი დაბადების ადგილის ან მოქალაქეობისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ გააჩნიათ დანიაში ბინადრობის დამოუკიდებლად მიღებული უფლება; და
(b) პირველ პუნქტში მითითებულ პირთა მეუღლეები, რომელთაც გააჩნიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, იმ პირობით, თუ მათ გააჩნიათ ან ენიჭებათ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის და ყოფნის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ გააჩნიათ დანიაში ბინადრობის დამოუკიდებლად მიღებული უფლება.
3. საქართველო ასევე განახორციელებს იმ პირთა რეადმისიას, რომლებსაც ჩამოერთვათ, ან რომლებმაც დაკარგეს ან რომლებიც გავიდნენ საქართველოს მოქალაქეობიდან დანიის ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ პირებს მიენიჭათ ნატურალიზაცია დანიის კომპეტენტური ორგანოების მიერ.
4. რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით საქართველოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს კომპეტენტური დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება, რეადმისიას დაქვემდებარებული პირის სურვილის მიუხედავად, დაუყოვნებლივ და არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში, გასცემს რეადმისიას დაქვემდებარებული პირის დაბრუნებისთვის აუცილებელ სამგზავრო დოკუმენტს, რომელსაც გააჩნია 90 დღიანი მოქმედების ვადა. თუ საქართველომ 3 სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს ევროკავშირის სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება ქვეყნიდან გაძევების მიზნით[1].
5. თუ იურიდიული ან ფაქტობრივი გარემოებების გამო, ვერ ხერხდება მოცემული პირის გადაცემა თავდაპირველად გაცემული სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადაში, საქართველოს კომპეტენტური დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება, 3 სამუშაო დღის განმავლობაში, სამგზავრო დოკუმენტს გაუგრძელებს მოქმედების ვადას ან, აუცილებლობის შემთხვევაში, გასცემს ახალ სამგზავრო დოკუმენტს მოქმედების იმავე ვადით. თუ საქართველომ 3 სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა ახალი სამგზავრო დოკუმენტი ან არ გაუგრძელა მოქმედების ვადა სამგზავრო დოკუმენტს, ჩაითვლება, რომ ის ცნობს ევროკავშირის სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება გაძევების მიზნით[2