თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია, მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის დიპლომატიური არხების მეშვეობით შეტყობინების გზითა და მე-19 მუხლში წარმოდგენილ კომიტეტთან წინასწარი კონსულტაციის გავლის შემდგომ, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიზეზის გამო დროებით შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების განხორციელება სრულად ან ნაწილობრივ. შეჩერება ძალაში შევა ამგვარი შეტყობინების მიღებიდან მეორე დღეს. იმ შემთხვევაში, თუ აღარ არსებობს შეჩერების საფუძვლები, ხელშემკვრელმა მხარემ, რომელმაც შეაჩერა წინამდებარე შეთანხმების მოქმედება, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს დიპლომატიური არხების მეშვეობი