1.  წინამდებარე შეთანხმების რატიფიცირება, ან დამტკიცება ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ხორციელდება თავიანთი შესაბამისი პროცედურების თანახმად.
2.  წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა იმ თარიღის მომდევნო თვის პირველ დღიდან, როდესაც ბოლო ხელშემკვრელი მხარე აცნობებს მეორეს პირველ პუნქტში მითითებული პროცედურების დასრულების შესახებ.
3.  წინამდებარე შეთანხმება გავრცელდება ირლანდიაზე 21(2)-ე მუხლში მითითებული შეტყობინებების თარიღის მომდევნო თვის პირველი დღიდან.
4.  წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით.
5.  თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია განახორციელოს ამ შეთანხმების დენონსაცია მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის ოფიციალური შეტყობინების საფუძველზე. ეს შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს ასეთი შეტყობინებიდან 6 თვის შემდეგ