1. თუ მოთხოვნის წარმდგენი მხარის მოსაზრებით სხვა დოკუმენტებსა და მონაცემებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმის მე-3 და მე-4 მუხლებით, გააჩნიათ არსებითი მნიშვნელობა რეადმისიას დაქვემდებარებული პირის მოქალაქეობრივი კუთვნილების განსაზღვრისათვის ან მესამე სახელმწიფოთა მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიისათვის საფუძვლების დადგენისათვის, ასეთი დოკუმენტები აგრეთვე შეიძლება დაერთოს რეადმისიის შესახებ მოთხოვნას.
2. რეადმისიის შესახებ მოთხოვნის განხილვისას წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტებისა და მონაცემების მხედველობაში მიღების შესაძლებლობის შესახებ საკითხი წყდება მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანის მიე