იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეობა ვერ დასტურდება ან ვერ დგინდება წარდგენილი დოკუმენტების ან მტკიცებულების საფუძველზე, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით ჩაუტარებს გასაუბრებას რეადმისიას დაქვემდებარებულ პირს რეადმისიის განაცხადის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს გასაუბრებას დაქვემდებარებული პირების ტრანსპორტირებას მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის დიპლომატიურ მისიაში ან საკონსულო სამსახურში. ხელშემკვრელი მხარეების შეთანხმებით, გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის დიპლომატიური მისიის ან საკონსულო სამსახურის შენობებს გარეთ ან კომუნიკაციის სხვა ელექტრონული საშუალებებით. ტრანსპორტირების შემთხვევაში, ხარჯებს გაიღებს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარ