1. ოქმი ძალაში შედის დიპლომატიური არხების მეშვეობით იმ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს, რომლის მეშვეობითაც ხელშემკვრელი მხარეები აცნობებენ ერთმანეთს ოქმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დასრულების შესახებ.
2. ოქმში ნებისმიერ დროს შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები ხელშემკვრელი მხარეების წერილობითი ურთიერთშეთანხმებით. ცვლილებები და დამატებები ფორმდება ცალკე ოქმის სახით, წარმოადგენს ამ ოქმის განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
3. ოქმი იდება განუსაზღვრელი ვადით და წყვეტს მოქმედებას შეთანხმების მოქმედების შეწყვეტასთან ერთად.
4. ოქმი არ გამოიყენება შეთანხმების მოქმედების შეჩერების დრო