მუხლი 5. რეადმისიის შესახებ მოთხოვნათა წარდგენისა და განხილვის ვადები
1. მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მესამე სახელმწიფოს მოქალაქესთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან დაკავშირებით რეადმისიის შესახებ მოთხოვნა უშუალოდ წარედგინება მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს იმ ვადაში, რომელიც არ აღემატება 180 კალენდარულ დღეს მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ამ პირის უკანონო შესვლის ან ყოფნის ფაქტის დადგენის და (ან) მისი ვინაობის დადგენის თარიღიდან.
2. მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო პირის რეადმისიის შესახებ მოთხოვნის მიღების თარიღიდან 12 კალენდარული დღის განმავლობაში გამოთქვამს თანხმობას ან ამბობს მოტივირებულ უარს მის მიღებაზე, თუ მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ დადგინდა ამ პირის გადაცემისათვის წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აუცილებელი პირობების არარსებობა. იურიდიული ან ფაქტობრივი ხასიათის გარემოებების არსებობის შემთხვევაში, რომელიც ხელს უშლის რეადმისიის შესახებ მოთხოვნაზე დროული პასუხის გაცემას, მოთხოვნაზე პასუხის გაცემის ვადები მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მხრიდან მოტივირებული მიმართვის საფუძველზე გაგრძელდება 60 კალენდარული დღი
მუხლი 2. საკუთარ მოქალაქეთა რეადმისია— შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ
მუხლი 4. რეადმისიის პრინციპები— „საქართველოს მთავრობასა და მონტენეგროს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის რეადმისიის შესახებ“, მუხლი 5, №41-25, 23.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 480614000.03.030.016405 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.04.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3318049/muxli-5/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია