1. რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთა პერსონალური მონაცემები, რომლებსაც მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთში ცვლიან ან ერთმანეთს უგზავნიან წინამდებარე შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით, ექვემდებარება თითოეული მხარის სახელმწიფოში დაცვას მისი კანონმდებლობისა და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, რომელთა მონაწილეებიც არიან მხარეთა სახელმწიფოები.
2. მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთში გაცვლიან რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთა პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის და უზრუნველყოფენ მათ კონფიდენციალურობა