1. რეადმისიის შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით მოთხოვნის მიმღები მხარის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, მოთხოვნის წარმდგენი მხარის მომართვიდან არაუმეტეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში, გასცემს წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლსა და მე-3 მუხლში აღნიშნულ, რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთა დაბრუნებისთვის აუცილებელ სამგზავრო დოკუმენტს, რომელსაც გააჩნია არანაკლებ 30-დღიანი მოქმედების ვადა. თუ მოთხოვნის მიმღებმა მხარემ მომართვიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს მოთხოვნის წარმდგენი მხარის მიერ გაცემულ, სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება რეადმისიის მიზნით.

2. თუ იურიდიული და ფაქტობრივი მიზეზების გამო, ვერ ხერხდება პირის გადაცემა თავდაპირველად გაცემული სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადაში, მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, 3 სამუშაო დღის ვადაში, სამგზავრო დოკუმენტს გაუგრძელებს მოქმედების ვადას ან, საჭიროების შემთხვევაში, გასცემს ახალ სამგზავრო დოკუმენტს მოქმედების იმავე ვადით. თუ მოთხოვნის მიმღებმა მხარემ 3 სამუშაო დღის ვადაში არ გასცა ახალი სამგზავრო დოკუმენტი ან სამგზავრო დოკუმენტს არ გაუგრძელა მოქმედების ვადა, ჩაითვლება, რომ ის ცნობს მოთხოვნის წარმდგენი მხარის მიერ გაცემულ, სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება რეადმისიის მიზნით.

3. წინამდებარე შეთანხმებისა და საიმპლემენტაციო ოქმის ხელმოწერის თარიღიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, გაცვლიან ასეთი დოკუმენტების ნიმუშებს. შემდგომში, თითოეული მხარე, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ატყობინებს მეორე მხარეს აღნიშნულ ნიმუშებში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შესახე