წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის გამოიყენება შემდეგი ტერმინები:

მესამე სახელმწიფოს მოქალაქე –
ნებისმიერი პირი, რომელსაც გააჩნია რომელიმე სახელმწიფოს მოქალაქეობა ბელარუსის რესპუბლიკის ან საქართველოს მოქალაქეობის გარდა;

მოთხოვნის წარმდგენი მხარე – მხარე, რომლის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო წარადგენს მოთხოვნას რეადმისიის ან ტრანზიტის შესახებ;

მოთხოვნის მიმღები მხარე – მხარე, რომლის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს წარედგინება მოთხოვნა რეადმისიის ან ტრანზიტის შესახებ;

საიმპლემენტაციო ოქმი – საიმპლემენტაციო ოქმი წინამდებარე შეთანხმების შესრულების წესის შესახებ;

კომპეტენტური ორგანოები – მხარეთა სახელმწიფოების ორგანოები, რომელთაც ეკისრებათ წინამდებარე შეთანხმების შესრულება;

მოქალაქეობის არმქონე პირი – ნებისმიერი პირი, რომელსაც არ გააჩნია მოქალაქეობა;

სახელმწიფო საზღვრის გამტარი პუნქტი – ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის გამტარი პუნქტი ან საქართველოს სასაზღვრო-გამტარი პუნქტი, რომელიც დადგენილია მხარეთა სახელმწიფოების კანონმდებლობის შესაბამისად საერთაშორისო აეროპორტებში საზღვრის კვეთისათვის;

პერსონალური მონაცემები – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს;

რეადმისია – წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული წესით, პირობებითა და მიზნებისათვის, მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ იმ პირთა გადაცემა და მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ იმ პირთა მიღება, რომლებიც შევიდნენ ან იმყოფებიან მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესვლის, გასვლისა და ყოფნის საკითხებთან დაკავშირებით ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის დარღვევით;

ტრანზიტი – მესამე სახელმწიფოს მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის გადაადგილება მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დადგენილი მარშრუტით მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოდან დანიშნულების სახელმწიფოსა ან ტრანზიტის სახელმწიფოშ