1. მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო განახორციელებს იმ პირთა რეადმისიას, რომლებიც შევიდნენ ან იმყოფებიან მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესვლის, გასვლისა ან ყოფნის საკითხებთან დაკავშირებით ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის დარღვევით, თუ დამტკიცდება ან ივარაუდება, რომ ასეთი პირი:

ა) მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკანონოდ და პირდაპირ შევიდა მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ტერიტორიიდან; ან

ბ) მოთხოვნის მომენტისათვის ფლობს მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს მიერ გაცემულ მოქმედ ვიზას ან მოქმედ ბინადრობის ნებართვას.

2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეადმისიის ვალდებულება არ ვრცელდება, თუ:

ა) მესამე სახელმწიფოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი კანონიერი საფუძვლებით შევიდნენ მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე უვიზო რეჟიმის წესით მხარეთა სახელმწიფოების კანონმდებლობისა ან საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, რომლის მონაწილეცაა მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფო;

ბ) მესამე სახელმწიფოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე უშუალო ჩასვლის წინ, იმყოფებოდნენ მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს საერთაშორისო აეროპორტის მხოლოდ ტრანზიტულ ზონაში.

3. დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებიც მიუთითებს მესამე სახელმწიფოთა მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიის საფუძვლების არსებობაზე, განსაზღვრულია საიმპლემენტაციო ოქმის მე-4 მუხლით.

4. მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები რეადმისიის შესახებ მოთხოვნის წარდგენამდე ეცდებიან განახორციელონ მესამე სახელმწიფოს მოქალაქეთა რეადმისია მათი მოქალაქეობის ქვეყანაში, ხოლო მოქალაქეობის არმქონე პირთა შემთხვევაში, მათი ბინადრობის ქვეყანაშ