წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს იმ უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც გამომდინარეობს საერთაშორისო სამართლიდან და, კერძოდ, შემდეგი დოკუმენტებიდან:

„ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის 28 ივლისის კონვენცია, შესწორებული 1967 წლის 31 იანვრის ოქმით „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“;

საერთაშორისო კონვენციები, რომლებიც განსაზღვრავენ თავშესაფრის მიღების მიზნით შეტანილი განაცხადების განხილვაზე პასუხისმგებელ სახელმწიფოს;

„ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების შესახებ“ 1950 წლის 4 ნოემბრის ევროპული კონვენცია და მისი ოქმები;

„წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან სასჯელის წინააღმდეგ“ 1984 წლის 10 დეკემბრის გაეროს კონვენცია;

საერთაშორისო კონვენციები ექსტრადიციისა და ტრანზიტის შესახებ;

მრავალმხრივი საერთაშორისო კონვენციები და შეთანხმებები უცხოელ მოქალაქეთა რეადმისიის შესახებ, როგორიცაა „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ 1944 წლის 7 დეკემბრის კონვენცია.

წინამდებარე შეთანხმების არცერთი პუნქტი ხელს არ უშლის პირის დაბრუნებას რომელიმე სხვა ფორმალური ან არაფორმალური შეთანხმების საფუძველზე.

ნაწილი VII

იმპლემენტაცია და გამოყენე