საქართველოსა ან გაერთიანებული სამეფოს მოთხოვნით, საქართველო და გაერთიანებული სამეფო შეიმუშავებენ საიმპლემენტაციო ოქმს, რომელშიც, მათ შორის, შედის შემდეგი წესები:

კომპეტენტური ორგანოებისა და საზღვრის გადაკვეთის პუნქტების განსაზღვრა და საკონტაქტო მონაცემების გაცვლა;

ესკორტირებული დაბრუნების პირობები, მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ესკორტირებული ტრანზიტის ჩათვლით;

საშუალებები და დოკუმენტაცია, გარდა წინამდებარე შეთანხმების 1-4 დანართებში მითითებულისა;

დაჩქარებული წესით რეადმისიის განხორციელების მეთოდები; და

გასაუბრების პროცედურა.

პირველ პუნქტში მითითებული საიმპლემენტაციო ოქმი ძალაში შევა მხოლოდ მე-18 მუხლში მითითებული ექსპერტთა ჯგუფისთვის შეტყობინების მიწოდების შემდეგ.

ნაწილი VIII

დასკვნითი დებულებე