საქართველომ და გაერთიანებულმა სამეფომ უნდა შეზღუდონ მესამე ქვეყნის მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა ტრანზიტის ის შემთხვევები, როდესაც შეუძლებელია ასეთ პირთა პირდაპირი დაბრუნება დანიშნულების სახელმწიფოში.
საქართველო გასცემს ნებართვას მესამე ქვეყნის მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა ტრანზიტზე გაერთიანებული სამეფოს მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო გაერთიანებული სამეფო გასცემს ნებართვას მესამე ქვეყნის მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა ტრანზიტზე საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ გარანტირებულია შესვლა ტრანზიტის სხვა შესაძლო სახელმწიფოებში და რეადმისია საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს მიერ.
საქართველომ ან გაერთიანებულმა სამეფომ შესაძლოა უარი თქვას ტრანზიტზე:
თუ მესამე ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ნამდვილად ემუქრება წამების ან არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან სასჯელის, ან სასიკვდილო განაჩენის, ან რასობრივი წარმოშობის, რელიგიური მრწამსის, ეროვნების, კონკრეტულ სოციალურ ჯგუფთან კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის საფრთხე დანიშნულების სახელმწიფოში ან ტრანზიტის სხვა სახელმწიფოში;
თუ მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი დაექვემდებარება სისხლისსამართლებრივ სანქციებს მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოში ან ტრანზიტის სხვა სახელმწიფოში; ან
ჯანდაცვის, სახელმწიფო ან ეროვნული უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის ან მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სხვა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.
საქართველომ ან გაერთიანებულმა სამეფომ შეიძლება გააუქმოს ნებისმიერი გაცემული ნებართვა, თუ შემდგომში წარმოიშობა ან გაირკვევა მე-3 პუნქტში მითითებული ისეთი გარემოებები, რომელიც ხელს უშლის სატრანზიტო ოპერაციის განხორციელებას, ან, თუ გარანტირებული აღარ არის მგზავრობის გაგრძელება ტრანზიტის შესაძლო სახელმწიფოებში ან რეადმისია საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოში. ასეთ შემთხვევაში მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო უკან დააბრუნებს მესამე ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, არსებული აუცილებლობიდან გამომდინარე და გაჭიანურების გარეშ