წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის:

„საქართველოს მოქალაქე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა;

„გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც არის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით განსაზღვრული გაერთიანებული სამეფოს ბინადრობის უფლებით;

„მესამე ქვეყნის მოქალაქე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც გააჩნია რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა, საქართველოს ან გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობის გარდა;

„მოქალაქეობის არმქონე პირი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც არ გააჩნია არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა;

„ბინადრობის ნებართვა“ ნიშნავს საქართველოს ან გაერთიანებული სამეფოს მიერ გაცემულ ნებისმიერი სახის ნებართვას, რომელიც პირს აძლევს მის ტერიტორიაზე ცხოვრების უფლებას. იგი არ გულისხმობს პირისთვის გაცემულ დროებით ნებართვებს, რომლებიც ითვალისწინებს პირის ყოფნას მის ტერიტორიაზე თავშესაფრის ან ბინადრობის ნებართვის მისაღებად შეტანილი განაცხადის განხილვასთან დაკავშირებით;

„ვიზა“ ნიშნავს საქართველოსა ან გაერთიანებული სამეფოს მიერ გაცემულ ნებართვას ან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც აუცილებელია მის ტერიტორიაზე შესასვლელად ან ამ ტერიტორიების ტრანზიტულად გასავლელად. აღნიშნული არ მოიცავს აეროპორტის სატრანზიტო ვიზებს;

„მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო“ ნიშნავს იმ სახელმწიფოს (საქართველო ან გაერთიანებული სამეფო), რომელიც წარადგენს რეადმისიის განაცხადს წინამდებარე შეთანხმების მე-7 მუხლის, ან ტრანზიტთან დაკავშირებულ განაცხადს – წინამდებარე შეთანხმების მე-14 მუხლის შესაბამისად;

„მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო“ ნიშნავს იმ სახელმწიფოს (საქართველო ან გაერთიანებული სამეფო), რომელსაც წარუდგენენ რეადმისიის განაცხადს წინამდებარე შეთანხმების მე-7 მუხლის, ან ტრანზიტთან დაკავშირებულ განაცხადს – წინამდებარე შეთანხმების მე-14 მუხლის შესაბამისად;

„კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს საქართველოსა ან გაერთიანებული სამეფოს ნებისმიერ სახელმწიფო ორგანოს, რომელსაც ეკისრება წინამდებარე შეთანხმების განხორციელება მისი მე-19(1)(a) მუხლის შესაბამისად;

„ტრანზიტი“ ნიშნავს მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის გადაადგილებას მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოდან დანიშნულების სახელმწიფომდე მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით;

„სასაზღვრო რეგიონი“ ნიშნავს ტერიტორიას, რომელიც საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს საზღვაო პორტების, ეკონომიკური საზღვრის კვეთის ზონების ჩათვლით, და საერთაშორისო აეროპორტების ტერიტორიიდან 5 კილომეტრის მანძილზე ვრცელდება;

„გაერთიანებული სამეფო“ გულისხმობს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და გიბრალტარის ტერიტორიებს, რომელთა საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვაზეც პასუხისმგებლობა აკისრია გაერთიანებულ სამეფოს.

ნაწილი I

საქართველოს რეადმისიის ვალდებულებე