1. ორივე ხელშემკვრელი მხარე წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი პრობლემის გადასაჭრელად იმოქმედებენ ერთობლივად. ისინი მუდმივად მიაწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას მესამე ქვეყნის მოქალაქეთა იმიგრაციისთვის აუცილებელი მოთხოვნების (პირობების) შესახებ.
2. ხელშემკვრელი მხარეები წინამდებარე შეთანხმების ჯეროვანი განხორციელებისათვის დიპლომატიური არხების საშუალებით გაცვლიან ინფორმაციას უქმე დღეების შესახებ.
3. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს ორივე ხელშემკვრელი მხარის ექსპერტთა შეხვედრა წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელა