1. საჰაერო მოძრაობის ნაკადების არსებული ან მოსალოდნელი საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, საწარმო ვალდებულია დანერგოს პროცედურები პუნქტების ან სამუშაო ადგილების რაოდენობის ცვლილებასთან დაკავშირებით.
2. იმ შემთხვევაში, როცა კონკრეტული მოვლენები უარყოფითად მოქმედებს საჰაერო სივრცის ან აეროდრომის გამოცხადებულ გამტარუნარიანობაზე, ამ აეროდრომის ან საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობა უნდა შემცირდეს დროის საჭირო პერიოდში.
3. იმ შემთხვევაში, როცა საჰაერო სივრცეში ან აეროდრომზე მოსალოდნელია საჰაერო მოძრაობის ნაკადების ისეთი ზრდა, რომელიც აღემატება საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების გამოცხადებულ გამტარუნარიანობას, ფრენის უსაფრთხოებისთვის, რისკების გამორიცხვის მიზნით, მიიღება ზომები საჰაერო მოძრაობის მოცულობის დასარეგულირებლა