1. საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზება უნდა განხორციელდეს იმ  საჰაერო სივრცეში, სადაც საჰაერო მოძრაობის  მოთხოვნა ზოგჯერ აჭარბებს ან სავარაუდოა, რომ გადააჭარბებს  საწარმოს მიერ გამოცხადებულ გამტარუნარიანობას.

2. საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზება უნდა დაინერგოს რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებების შესაბამისად ან მრავალმხრივი შეთანხმებების საფუძველზე. ასეთ შეთანხმებებში უნდა აღიწეროს გამტარუნარიანობის განსაზღვრის შეთანხმებული პროცედურები და მეთოდები.

3. იმ შემთხვევაში, როცა საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო პუნქტისთვის ცხადი ხდება, რომ შეუძლებელია დროის მოცემულ პერიოდში კონკრეტულ ადგილზე ან კონკრეტულ რაიონში მათი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული საჰაერო მოძრაობის ნაკადების დამატებითი საჰაერო მოძრაობის მომსახურებით უზრუნველყოფა ან მათი მომსახურება შეიძლება მხოლოდ გარკვეული თანმიმდევრობით, აღნიშნულზე სამეთვალყურეო პუნქტმა  უნდა აცნობოს:

ა)  საჰაერო მოძრაობის ნაკადების რეგულირების სამსახურს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და შესაბამის  პუნქტს;

ბ)    სხ-ის ეკიპაჟს, რომელიც ფრენას ახორციელებს  აღნიშნული ადგილის ან რაიონის მიმართულებით და ასევე, შესაბამის სხ-ის ექსპლუატანტს მოსალოდნელი შეფერხების ან შეზღუდვების შესახებ.

შენიშვნა: შესაბამის სხ-ის ექსპლუატანტებს, როგორც წესი, შეძლებისდაგვარად წინასწარ უნდა ეცნობოთ საჰაერო მოძრაობის ნაკადების რეგულირების სამსახურის მიერ შემოღებული შეზღუდვების შესახებ.

4. საჰაერო მოძრაობის ნაკადების რეგულირების ორგანიზების ზომები არ ვრცელდება შემდეგ საჰაერო ხომალდებზე:

ა)  სამთავრობო ფრენებზე (STS/HEAD);

ბ)  საძებნ-სამაშველო ფრენებზე (STS/SAR);

გ)  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საევაკუაციო ფრენებზე(STS/MEDEVAC);

დ) საჰაერო ხომალდები, რომლებიც ჩართულნი არიან ხანძრის ქრობაში (STS/FFR); და

ე) სხვა სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი ორგნაოს ნებართვით ფრენის გეგმაში   მითითებული STS/ATFM