1. კონფლიქტური ვითარების შესახებ გაფრთხილების (STCA) ფუნქციის გამოყენებასთან დაკავშირებით პროცედურაში უნდა მიეთითოს:

ა) ფრენის ტიპები, რომლისთვისაც აუცილებელია გაფრთხილების გენერირება;

ბ)    საჰაერო სივრცის სექტორები ან რაიონები, სადაც რეალიზებულია STCA-ფუნქცია;

გ)    მეთვალყურის მონიტორზე STCA-ს ასახვის მეთოდი;

დ)   გაფრთხილების გაცემის პარამეტრები ზოგადი სახით, ასევე გაფრთხილების დრო;

ე)    საჰაერო სივრცის ის მოცულობა, სადაც STCA შეიძლება შერჩევით აიკრძალოს და პირობები, რომლის დროსაც იგი ნებადართულია;

ვ)    პირობები, როდესაც კონკრეტული გაფრთხილების გადაცემა შეიძლება აიკრძალოს ცალკეული სხ-ებისთვის;

ზ)   იმ საჰაერო სივრცის მოცულობის ან სხ-ების მიმართ გამოყენებული წესი, რომელთა მიმართებითაც აკრძალულია STCA-ს ან კონკრეტული გაფრთხილების გადაცემა.

2. კონტროლირებად ფრენასთან მიმართებით STCA-ს გაცემის შემთხვევაში, მეთვალყურე დაუყოვნებლივ მიმართავს ქმედებებს ვითარების შესაფასებლად და, აუცილებლობისას, ეშელონირების მიღებული მინიმუმის დარღვევის აღმოსაფხვრელად ან ეშელონირების მინიმუმის აღსადგენად.

3. საწარმო ვალდებულია შეინახოს ყველა გაცემული გაფრთხილების ელექტრონული ჩანაწერი. ყოველ გაფრთხილებასთან დაკავშირებული მონაცემი და გარემოება უნდა გაანალიზდეს გაფრთხილების მართებულობის განსაზღვრის მიზნით. დაუსაბუთებელი გაფრთხილებები, (მაგალითად ვიზუალურ ეშელონირებასთან მიმართებით), უნდა იყოს უგულებელყოფილი. უნდა განხორციელდეს დასაბუთებული გაფრთხილებების სტატისტიკური ანალიზი, საჰაერო სივრცის დიზაინის და საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო  პროცედურებში შესაძლო ხარვეზების გამოვლენის, ასევე ფრენის უსაფრთხოების საერთო დონის  დაკვირვების მიზნი