1. მინიმალური უსაფრთხო აბსოლუტური სიმაღლე (MSAW) ფუნქციის გამოყენებასთან დაკავშირებით პროცედურაში უნდა მიეთითოს:
ა) ფრენის ტიპები, რომლისთვისაც აუცილებელია მინიმალური უსაფრთხო აბსოლუტური სიმაღლის შესახებ გაფრთხილების გენერირება;
ბ) საჰაერო სივრცის სექტორები ან რაიონები, რომელთათვისაც განსაზღვრულია მინიმალური უსაფრთხო აბსოლუტური სიმაღლე და ამოქმედებულია MSAW-ფუნქცია;
გ) დადგენილი MSAW მნიშვნელობები;
დ) მეთვალყურის მონიტორზე MSAW-ის ასახვის მეთოდი;
ე) MSAW-ის გადაცემის პარამეტრები, ასევე გაფრთხილების დრო;
ვ) პირობები, რომლებშიც MSAW-ფუნქციის გამოყენება შეიძლება აიკრძალოს სხ-ის მიმართულების ცალკეული ხაზებისთვის;
ზ) ასევე, პროცედურები იმ ფრენებთან მიმართებით, რომელთაც აეკრძალათ MSAW-ფუნქცია.
შენიშვნა: მინიმალურ უსაფრთხო აბსოლუტურ სიმაღლესთან მიმართებით გაფრთხილების (MSAW) გენერირება წარმოადგენს საჰაერო მოძრაობის მართვის რადიოლოკაციური მონაცემების დამუშავების სისტემის ფუნქციას. MSAW-ფუნქციის გამოყენებისას, ხორციელდება ბარომეტრული სიმაღლის გადაცემის შესაძლებლობის მქონე სხ-ების მიერ შეტყობინებული ეშელონის შედარება დადგენილ მინიმალურ უსაფრთხო აბსოლუტურ სიმაღლესთან. იმ შემთხვევაში, როდესაც დადგენილია ან სავარაუდოა, რომ სხ-ის ფრენის ეშელონი ნაკლებია დადგენილ მინიმალურ უსაფრთხო აბსოლუტურ სიმაღლეზე, მეთვალყურეს, რომლის პასუხისმგებლობის რაიონშიც იმყოფება სხ, გადაეცემა ხმოვანი ან/და ვიზუალური გაფრთხილება.
2. კონტროლირებად ფრენებთან მიმართებით MSAW-ის ფუნქციის ამოქმედების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიიღება შემდეგი ზომები:
ა) იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფილია სხ-ის სარადიოლოკაციო დამიზნება, მას ეძლევა მითითება დაუყოვნებლივ აიღოს სიმაღლე მინიმალურ უსაფრთხო ეშელონამდე და მიწასთან შეჯახების აღკვეთის აუცილებლობის შემთხვევაში, მიეთითება ახალი კურსი;
ბ) სხვა შემთხვევებში, საფრენოსნო ეკიპაჟს დაუყოვნებლივ ეცნობება, რომ გაცემულია გაფრთხილება მინიმალურ უსაფრთხო აბსოლუტურ სიმაღლესთან დაკავშირებით და მიეცემა მითითება შეამოწმოს სხ-ის ფრენის ეშელონ