1. იმ შემთხვევაში, როდესაც პილოტი იტყობინება ACAS-ის რეკომენდაციის მიღებას შეჯახების ასაცილებლად (RA), მეთვალყურე არ უნდა შეეცადოს შეცვალოს სხ-ის ფრენის ტრაექტორია, სანამ პილოტი არ აცნობებს მიმდინარე სამეთვალყურეო მითითების ან ნებართვის შესაბამისად ფრენის განახლებაზე და უნდა მოაწოდოს ინფორმაცია მოძრაობის შესახებ.
2. თუ საჰაერო ხომალდი გადაუხვევს სამეთვალყურეო ნებართვისგან ან ინსტრუქციისგან შეჯახების აცილების რეკომენდაციის (RA) შესაბამისად, ან მფრინავი ატყობინებს მეთვალყურეს შეჯახების აცილების რეკომენდაციის შესახებ, მეთვალყურე აღარ არის პასუხისმგებელი ამ სხ -ს ეშელონირებაზე, მანამ სანამ:
ა) მეთვალყურე ადასტურებს საფრენოსნო ეკიპაჟისგან შეტყობინების მიღებას იმის თაობაზე, რომ სხ კვლავ ახორციელებს ფრენას მიმდინარე სამეთვალყურეო ნებართვის შესაბამისად; ან
ბ) მეთვალყურე ადასტურებს საფრენოსნო ეკიპაჟისგან შეტყობინების მიღებას იმის თაობაზე, რომ სხ აახლებს მიმდინარე სამეთვალყურეო ნებართვის შესრულებას და გასცემს ალტერნატიულ ნებართვას, რომლის მიღებასაც ადასტურებს საფრენოსნო ეკიპაჟი.
3. ACAS-ს სისტემასთან დაკავშირებული შემთხვევის შემდეგ, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურემ ვალდებულია შეავსოს საავიაციო მოვლენის შეტყობინების შესაბამისი ფორმა, სსიპ-სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისა