საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემდეგი ერთეულების მიერ:

ა)  რაიონული სამეთვალყურეო მომსახურება:

ა.ა)  რაიონული სამეთვალყურეო პუნქტის მიერ; ან

ა.ბ) მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტის მიერ სამეთვალყურეო ზონაში ან შეზღუდული ზომების სამეთვალყურეო რაიონში, რომელიც ძირითადად განსაზღვრულია მისადგომის სამეთვალყურეო მომსახურების უზრუნველსაყოფად, ასევე იქ, სადაც არ არის შექმნილი რაიონული სამეთვალყურეო პუნქტი.

ბ)  მისადგომის სამეთვალყურეო მომსახურება:

ბ.ა)  სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტის ან რაიონული სამეთვალყურეო პუნქტის მიერ, როდესაც აუცილებელი ან სასურველია მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტის ფუნქციები გაერთიანდეს სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურების ან რაიონული სამეთვალყურეო მომსახურების ფუნქციებთან;

ბ.ბ)  მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტის მიერ, იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელი ან სასურველია ცალკე პუნქტის შექმნა.

გ) სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურება: სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტის მიერ.

შენიშვნა: ბაქანზე გათვალისწინებული მომსახურების, მაგალითად ბაქანზე საქმიანობის მართვის უზრუნველყოფა შეიძლება დაევალოს სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტს ან ცალკე პუნქტ