1. საწარმო ვალდებულია სამეთვალყურეო პუნქტისთვის განსაზღვროს პასუხისმგებლობის რაიონი. იმ შემთხვევაში, როდესაც საჰაერო მოძრაობის მართვის ერთ პუნქტში არსებობს მეთვალყურის რამდენიმე სამუშაო ადგილი, ყოველი მეთვალყურის მოვალეობა და პასუხისმგებლობა უნდა განისაზღვროს სამეთვალყურეო პუნქტის პროცედურებში.
2. ყოველი კონტროლირებადი ფრენის მართვა დროის ნებისმიერ მონაკვეთში უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ ერთი სამეთვალყურეო პუნქტის მიერ.
3. საჰაერო სივრცის კონკრეტული ნაწილის საზღვრებში ყველა სხ-ის ფრენის მართვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ერთ სამეთვალყურეო პუნქტს. სხ-ის და სხ-ების ჯგუფის მართვა შეიძლება გადაეცეს სხვა სამეთვალყურეო პუნქტს, ყველა ამ პუნქტს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფის პირობი