1. სხ-ის მართვაზე პასუხისმგებლობა საჰაერო მოძრაობის მართვის ერთი პუნქტის მიერ მეორეს არ უნდა გადაეცეს მიმღები პუნქტის თანხმობის გარეშე. ამასთან, გადაცემა უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-3, მე-4, მე-5, და მე-6 პუნქტების შესაბამისად.

2. მართვის გადამცემი პუნქტი მიმღებ პუნქტს, კაცნობოს  მოთხოვნისამებრ გადასცემს მიმდინარე ფრენის გეგმის შესაბამის ნაწილს და  ნებისმიერ ინფორმაციას მართვის გადაცემასთან დაკავშირებით.

3. სარადიოლოკაციო მონაცემების ან ADS-B-ს მონაცემების გამოყენებით, მართვის გადაცემის განხორციელებისას, გადაცემასთან დაკავშირებული ინფორმაცია მოიცავს ინფორმაციას ადგილმდებარეობის შესახებ და აუცილებლობისას,  სხ-ის მიმართულების ხაზის და სიჩქარის შესახებ, სარადიოლოკაციო მონაცემების ან ADS-B-მონაცემების შესაბამისად, რომელიც მიიღება უშუალოდ მართვის გადაცემამდე.

4. ADS-C მონაცემების გამოყენებით კონტროლის გადაცემის განხორციელებისას, აღნიშნულ გადაცემასთან დაკავშირებული სამეთვალყურეო ინფორმაცია მოიცავს ადგილმდებარეობის მონაცემებს ოთხ განზომილებაში და სხვა ინფორმაციას, საჭიროების მიხედვით.

5. მიმღები სამეთვალყურეო პუნქტი ვალდებულია:

ა) განაცხადოს საკუთარი შესაძლებლობის შესახებ მიიღოს სხ-ის მოძრაობის მართვა, გადამცემი სამეთვალყურეო პუნქტის მიერ მითითებული პირობებით, თუ ორ შესაბამის პუნქტს შორის წინასწარ დადებული შეთანხმება არ ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი მსგავსი განცხადების არარსებობა განიხილება როგორც თანხმობა მითითებულ პირობებზე, ან განაცხადოს ამ პირობების ნებისმიერი საჭირო ცვლილების შესახებ.

ბ) მიუთითოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ან ნებართვა ფრენის შემდგომ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც, მისი აზრით, აუცილებელია სხ-ს გააჩნდეს მართვის გადაცემის მომენტში.

6. მიმღებმა სამეთვალყურეო პუნქტმა გადამცემ სამეთვალყურეო პუნქტს უნდა აცნობოს შესაბამის სხ-თან ორმხრივი სამეტყველო კავშირის და/ან მონაცემთა გადაცემის ხაზით კავშირის დამყარების და მისი მოძრაობის მართვის მიღების შესახებ, თუ ორ შესაბამის სამეთვალყურეო პუნქტს შორის გაფორმებული შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7. საწარმო ვალდებულია სმმ-ის სახელმძღვანელოს პირველ ნაწილში განსაზღვროს სმმ-ის ერთი სამეთვალყურეო პუნქტის მიერ მეორე სამეთვალყურეო პუნქტისთვის მართვის გადაცემის და მიღების პროცედურებ