1. საჰაერო სივრცეში ვულკანური ფერფლის ღრუბლების შესახებ შეტყობინების მიღების ან პროგნოზის შემთხვევაში, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე ვალდებულია:

ა)    დაუყოვნებლივ გადასცეს სათანადო ინფორმაცია შესაბამისი სხ-ების საფრენოსნო ეკიპაჟებს, რათა მათ ჰქონდეთ ცნობა ფერფლის ღრუბლების არსებულ და მოსალოდნელ ადგილმდებარეობასა და ფრენის იმ ეშელონების შესახებ, რომლებსაც ეს შეეხება;

ბ)    შეძლებისდაგვარად დააკმაყოფილოს მარშრუტის ან ეშელონის ცვლილების მოთხოვნა;

გ)    პილოტის მოთხოვნით ან როდესაც ამას აუცილებლად მიიჩნევს მეთვალყურე, რეკომენდაცია მისცეს მარშრუტის შეცვლაზე, იმ რაიონის დატოვების ან გვერდის ავლის მიზნით, სადაც შეტყობინების შესაბამისად გამოჩნდა ან მოსალოდნელია გამოჩნდეს ფერფლის ღრუბლები;

დ)   შესაძლებლობის შემთხვევაში, თუ სხ-ის მარშრუტი გადის პროგნოზირებული ფერფლის ღრუბლებზე ან მის სიახლოვეს, მოსთხოვოს სხ-ს სპეციალური შეტყობინების გაკეთება და გადასცეს იგი პროცედურით გათვალისწინებულ მეტეოროლოგიურ სამსახურს.

შენიშვნა 1: ფერფლის ღრუბლებში მოხვედრილი სხ-ისთვის რეკომენდებულ მანევრს წარმოადგენს კურსის შეცვლა და დაშვების დაწყება, თუ რელიეფი იძლევა ამის საშუალებას. თუმცა, პასუხისმგებლობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე აკისრია სხ-ის მეთაურს, როგორც ეს მითითებულია იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9691 „ვულკანური ფერფლის, რადიაქტიური მასალების და ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების შემცველი ღრუბლების შესახებ სახელმძღვანელო“-ს 5.2.4.1 პუნქტში.

შენიშვნა 2: ფერფლის ღრუბლების შესახებ მიღებული შეტყობინების ან პროგნოზის საფუძველზე, მისი გვერდის ავლის ან ღრუბლებში გავლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებაზე უფლებამოსილება გააჩნია სხ-ის მეთაურს, როგორც ეს გაწერილია სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №113 ბრძანებაში "საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების" დამტკიცების შესახებ.

2. თუ საფრენოსნო ეკიპაჟი აცნობებს საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო პუნქტს, რომ სხ შემთხვევით მოხვდა ვულკანური ფერფლის ღრუბლებში, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურემ:

ა)    უნდა გაატაროს ისეთი ზომები, როგორც ავარიულ ვითარებაში მყოფი სხ-ის მიმართ; და

ბ)    დაიწყოს დასახული მარშრუტის ან ეშელონის ცვლილება, მხოლოდ პილოტის მოთხოვნით ან როდესაც აღნიშნული განპირობებულია საჰაერო სივრცის მოთხოვნებით ან საჰაერო მოძრაობის პირობებით.

შენიშვნა: დამატებითი ინფორმაცია ვულკანური ფერფლის ზემოქმედებასა და ვულკანური ფერფლის გავლენაზე ოპერატიული და დამხმარე საავიაციო სამსახურების მუშაობაზე   მოცემულია იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 9691 „ვულკანური ფერფლის, რადიაქტიური მასალების და ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების შემცველი ღრუბლების შესახებ სახელმძღვანელო“-ს მე-4 და მე-5 თავებში.
თავი VIII
მოთხოვნები საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების მიმა