1. საჰაერო ხომალდიდან გადმოცემულ შეტყობინებებში ქარის წანაცვლების შესახებ, სიმაღლის აღებისა და მისადგომის ეტაპზე, უნდა მიეთითოს საჰაერო ხომალდის ტიპი.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ფაქტობრივ ამინდში ან პროგნოზში მითითებულია ქარის წანაცვლების პირობების შესახებ სიმაღლის აღებისა და მისადგომის ეტაპზე, მაგრამ ფაქტობრივად მას ადგილი არ აქვს, საჰაერო ხომალდის მეთაურმა უნდა აცნობოს ამის შესახებ სმმ-ის შესაბამის პუნქტს უმოკლეს ვადებში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საჰაერო ხომალდის მეთაურმა იცის, რომ ამის შესახებ სმმ-ის პუნქტი ინფორმირებულია სხვა საჰაერო ხომალდის მიერ.
3. ამოფრქვევის წინა ვულკანურ მოქმედებაზე, ამოფრქვევაზე და ვულკანურ ფერფლზე განხორციელებული დაკვირვებების შედეგები უნდა აისახოს ვულკანური მოქმედების AIREP SPECIAL შეტყობინებაში. შეტყობინების ერთი ასლი უნდა დაერთოს საფრენოსნო დოკუმენტაციას იმ მარშრუტებისთვის, რომლებსაც მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს მოსაზრებით, შეიძლება შეეხოს ვულკანური ფერფლის ღრუბელი.
შენიშვნა: ვულკანურ მოქმედებაზე განხორციელებული დაკვირვებების შედეგების ასახვის მიზნით, შეტყობინების შედგენის სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს ოფიციალური გამოცემის „საჰაერო მოძრაობის ორგანიზების სახელმძღვანელო“ (PANS-ATM, Doc 4444) პირველ დამატებაში.
4. აეროდრომზე საჰაერო ხომალდის დაფრენის შემდეგ, ვულკანური მოქმედების შესახებ შევსებული შეტყობინების ფორმა, ექსპლუატანტის ან საფრენოსნო ეკიპაჟის მიერ დაუყოვნებლივ გადაეცემა აეროდრომის მეტეოროლოგიურ ოფისს. თუ აეროდრომზე არ არის მეტეოროლოგიური ოფისი ან ის საფრენოსნო ეკიპაჟების წევრებისათვის არ არის ხელმისაწვდომი, შეტყობინების ფორმის მიწოდების წესი განისაზღვრება მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და ექსპლუატანტებს შორის შეთახმებით.
5. აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისის მიერ ვულკანური მოქმედების შესახებ მიღებული შეტყობინების შევსებული ფორმა დაუყოვნებლივ გადაეცემა მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია მეტეოროლოგიურ მომსახურებაზე იმ საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში, რომელშიც დაფიქსირდა ვულკანური მოქმედება.