1. მიწისპირა ქარის პროგნოზებში ძირითადად მიეთითება ქარის უპირატესი მიმართულება. იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის საშუალება, ზუსტად განისაზღვროს მიწისპირა ქარის უპირატესი მიმართულება მის მოსალოდნელ ცვალებადობასთან დაკავშირებით, მაგალითად, სუსტი ქარის პირობებში (1,5 მ/წმ-ზე 3 კვანძი ნაკლები) ან ჭექა-ქუხილის დროს, პროგნოზირებული ქარის სიჩქარე მიეთითება, როგორც არამდგრადი მიმართულება შემოკლება „VRB“-ს საშუალებით. თუ პროგნოზირებული ქარის სიჩქარე 0,5 მ/წმ-ზე (1 კვანძი) ნაკლებია, მაშინ პროგნოზში მიეთითება „უქარო“. თუ პროგნოზირებული მაქსიმალური ქარის სიჩქარე (დაქროლვა) აჭარბებს პროგნოზირებულ ქარის საშუალო სიჩქარეს 5მ/წმ-ით (10 კვანძი) ან მეტით, პროგნოზში მიეთითება ქარის მაქსიმალური სიჩქარე. თუ პროგნოზირებული ქარის სიჩქარე შეადგენს 100 კვანძს ან მეტს, ის მიეთითება, როგორც 49 მ/წმ-ზე (99კვანძზე) მეტი.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც პროგნოზის შესაბამისად, ხილვადობა შეადგენს 800 მ-ზე ნაკლებს, ის მიეთითება 50 მ სიდიდის სიზუსტით. თუ ხილვადობა შეადგენს 800 მ-ს ან მეტს, მაგრამ 5 კმ-ზე ნაკლებს - მიეთითება 100 მ სიდიდის სიზუსტით. თუ ხილვადობა შეადგენს 5 კმ-ზე მეტს, მაგრამ 10 კმ-ზე ნაკლებს - 1 კმ-ის სიდიდის სიზუსტით. თუ ხილვადობა შეადგენს 10 კმ-ს ან მეტს, მიეთითება, როგორც 10 კმ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროგნოზირდება CAVOK-ის პირობები.  „უპირატესი“ ხილვადობა პროგნოზირდება. იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელია ხილვადობის ცვალებადობა სხვადასხვა მიმართულებებით და „უმეტესი“ ხილვადობის პროგნოზირება შეუძლებელია, მიეთითება მინიმალური პროგნოზირებული ხილვადობა.

3. პროგნოზში მიეთითება ერთი ან რამდენიმე, მაგრამ არა უმეტეს სამი ქვემოთ ჩამოთვლილი ამინდის მოვლენა ან ამ მოვლენების ერთობლიობა, აგრეთვე მათი მახასიათებლები, საჭიროების შემთხვევაში, ინტენსივობა:

ა) გადაციებული ნალექები;

ბ) გადაციებული ნისლი;

გ) ზომიერი ან ძლიერი ნალექები (თქეშის ჩათვლით);

დ) მტვრის, ქვიშის ან თოვლის ქარახვეტი;

ე) მტვრის მიწისპირა ქარბუქი, ქვიშის მიწისპირა ქარბუქი ან საერთო ქარბუქი;

ვ) მტვრის ქარიშხალი;

ზ) ქვიშის ქარიშხალი;

თ) ჭექა-ქუხილი(ნალექით ან უნალექოდ);

ი) ქარტეხილი;

კ) ძაბრისებრი ღრუბელი  (ტორნადო ან წყლის ქარბორბალა);

ლ)  ამინდის სხვა მოვლენები, რომლებიც მითითებულია ამ წესის 37-ე მუხლის მე-7 პუნქტში, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს, საჰაერო მოძრაობის მართვის საწარმოსა და შესაბამის ექსპლუატანტებს შორის შეთანხმების საფუძველზე.

4. ამ მოვლენების მოსალოდნელი შეწყვეტა მიეთითება შემოკლება NSW-ს მეშვეობით.

5. პროგნოზში ღრუბლების რაოდენობა უნდა მიეთითოს შემოკლებების FEW, SCT, BKN ან OVC შესაბამისი გამოყენებით. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელია, რომ ცა დარჩება ან გახდება დახურული და ღრუბლიანობის პროგნოზირება შეუძლებელია, აგრეთვე, არსებობს აეროდრომზე ვერტიკალური ხილვადობის შესახებ მონაცემები, პროგნოზში მიეთითება ვერტიკალური ხილვადობა VV-ს სახით, რომელსაც მოსდევს მისი პროგნოზირებული მნიშვნელობა. იმ შემთხვევაში, როდესაც პროგნოზირებულია ღრუბელთა რამდენიმე ფენა ან მასივები, ღრუბლიანობის ქვედა საზღვრის სიმაღლე და რაოდენობა მიეთითება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) ყველაზე დაბალი ფენა ან მასივი, რაოდენობის მიუხედავად, პროგნოზირებული, შესაბამისად, როგორც FEW, SCT, BKN ან OVC;

ბ) შემდეგი      ფენა ან მასივი, რომელიც ფარავს ცის თაღის 2/8-ზე მეტს და პროგნოზირებული, შესაბამისად, როგორც SCT, BKN ან OVC;

გ) შემდეგი შედარებით მაღალი ფენა ან მასივი, რომელიც ფარავს ცის თაღის 4/8-ზე მეტს და პროგნოზირებული, შესაბამისად, როგორც BKN ან OVC; და

დ) გროვა-საწვიმარი ღრუბლები და/ან კოშკის მაგვარი გროვა ღრუბლები, როდესაც ისინი პროგნოზირდება და არ არიან გათვალისწინებული ამ პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

6. ღრუბლიანობის შესახებ ინფორმაცია უნდა შემოიფარგლოს ფრენისთვის მნიშვნელოვანი  ღრუბლებით. თუ ფრენისთვის მნიშვნელოვანი ღრუბელი არ არის პროგნოზირებული, ხოლო შემოკლება „CAVOK“ ამინდის პირობებს არ შეესაბამება, გამოიყენება შემოკლება „NSC“.

7. იმ შემთხვევაში, როდესაც რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების საფუძველზე პროგნოზში ჩართულია  პროგნოზირებული ტემპერატურა, მიეთითება TAF-ის მოქმედების პერიოდში მოსალოდნელი მაქსიმალური და მინიმალური ტემპერატურა, აგრეთვე, მათი მიღწევის შესაბამისი დრო.

შენიშვნა: რეკომენდაციები ცვლილებების და დროის ჯგუფების გამოყენებასთან დაკავშირებით მოცემულია ამ წესის №4 დანართის A4-2 ცხრილში.

8. პროგნოზებში TAF-ი ცვლილებების ჯგუფის ჩასართავად ან მასში კორექტივების შეტანის კრიტერიუმები, უნდა ეფუძნებოდეს ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი ამინდის მოვლენების ან მათი ერთობლიობის პროგნოზირებად დასაწყისს, დასასრულს ან ინტენსივობის ცვლილებას:

ა) გადაციებული ნისლი;

ბ) გადაციებული ნალექები;

გ) ჭექა-ქუხილი;

დ) მტვრის ქარიშხალი;

ე) ქვიშის ქარიშხალი;

ვ) ზომიერი ან ძლიერი ნალექები (მათ შორის, თქეში).

9. აეროდრომის პროგნოზში ცვლილების ჯგუფის ჩართვის ან კორექტივების შეტანის დროს გამოიყენება შემდეგი კრიტერიუმები:

ა) პროგნოზის შესაბამისად, მიწისპირა ქარის საშუალო მიმართულება შეიცვლება 60 გრადუსით ან მეტით ქარის საშუალო სიჩქარისას 5 მ/წმ (10 კვანძი) ან მეტ ცვლილებამდე და/ან მის შემდეგ;

ბ) პროგნოზის შესაბამისად, მიწისპირა ქარის საშუალო სიჩქარე შეიცვლება 5მ/წმ-ით (10 კვანძი) ან მეტით;

გ) პროგნოზის შესაბამისად, მიწისპირა ქარის საშუალო სიჩქარიდან გადახრა (დაქროლვა) შეიცვლება 5 მ/წმ-ით (10 კვანძი) ან მეტით საშუალო სიჩქარისას 7,5 მ/წმ (15 კვანძი) ან მეტ ცვლილებამდე და/ან მის შემდეგ;

დ) პროგნოზის მიხედვით, ქარის ცვლილებები საექსპლუატაციო თვალსაზრისით გადააჭარბებს ყურადსაღებ მნიშვნელობებს; ზღვრული სიდიდეები დგინდება მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს მიერ, საჰაერო მოძრაობის მართვის საწარმოსთან და დაინტერესებულ ექსპლუატანტებთან კონსულტაციით, ქარის ცვლილების გათვალისწინებით, რომელიც:

დ.ა) მოითხოვს გამოყენებული ადზ-ის შეცვლას;

დ.ბ) მოწმობს იმას, რომ გვერდითი და ზურგქარის მდგენელების ცვლილება ადზ-ზე გადააჭარბებს მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს ძირითად საექსპლუატაციო ზღვარს ტიპური საჰაერო ხომალდებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ფრენებს ამ აეროდრომზე;

ე) პროგნოზის მიხედვით, ხილვადობა გაუმჯობესდება და მიაღწევს და/ან გადააჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებს ან ხილვადობა გაუარესდება და გახდება ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობაზე ნაკლები:

ე.ა) 150, 350, 600, 800, 1500 ან 3000მ;

ე.ბ) 5000 იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენების მნიშვნელოვანი რაოდენობა სრულდება ვიზუალური ფრენების წესებით;

ვ) პროგნოზებით გათვალისწინებულია ნებისმიერი შემდეგი ამინდის მოვლენების ან მათი ერთობლიობის დაწყება ან დასრულება:

ვ.ა) მტვრის, ქვიშის ან თოვლის ქარახვეტი;

ვ.ბ) მტვრის მიწისპირა ქარბუქი, ქვიშის მიწისპირა ქარბუქი ან საერთო ქარბუქი;

ვ.გ) მტვრის ქარიშხალი;

ვ.დ) ქარტეხილი;

ვ.ე) ძაბრისებრი ღრუბელი (ტორნადო ან წყლის ქარბორბალა).

ზ) პროგნოზების შესაბამისად, BKN ან OVC ღრუბლების ქვედა ფენის საზღვრის სიმაღლე გაიზრდება და მიაღწევს ან გადააჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებს ან BKN ან OVC ღრუბლების ქვედა ფენის ქვედა საზღვრის სიმაღლე შემცირდება და გახდება ნაკლები ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებზე:

ზ.ა) 30,60,150 ან 300მ (100,200,500 ან 1000 ფუტი);

ზ.ბ) 450მ (1500 ფუტი) – იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენების მნიშვნელოვანი რაოდენობა სრულდება ვიზუალური ფრენის წესით;

თ) 450 მეტრზე (1500 ფუტი) დაბალ ფენაში ღრუბლების რაოდენობა შეიცვლება:

თ.ა) NSC, FEW ან SCT-დან BKN ან OVC-მდე; ან

თ.ბ) BKN ან OVC-დან NSC, FEW ან SCT-მდე;

ი) პროგნოზით მოსალოდნელია გროვა-საწვიმარი ღრუბლების განვითარება და/ან გაფანტვა;

კ) პროგნოზის მიხედვით, ვერტიკალური ხილვადობა გაუმჯობესდება და მიაღწევს ან გადააჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობას ან ვერტიკალური ხილვადობა გაუარესდება და გახდება ნაკლები ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობაზე: 30,60,150 ან 300მ (100,200,500 ან 1000 ფუტი);

ლ) ნებისმიერი სხვა კრიტერიუმი, რომელიც ემყარება მოცემული აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმებს, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და დაინტერესებულ ექსპლუატანტებს შორის შეთანხმების საფუძველზე.

შენიშვნა: მოცემული აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმებზე დაფუძნებული სხვა კრიტერიუმები, განხილულ უნდა იქნეს სპეციალური შეტყობინების SPECI გამოცემისათვის ამ წესის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში მითითებული კრიტერიუმების ანალოგიურად.

10. იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია ამ წესის მე-60 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული რომელიმე ელემენტის ცვლილების აღნიშვნა ამ მუხლის მე-9 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნეს ცვლილების მაჩვენებლები „BECMG“ ან „TEMPO“, რომლებსაც მოსდევს დროის პერიოდი, რომლის განმავლობაში მოსალოდნელია ცვლილება. დროის პერიოდი უნდა აღინიშნოს მისი დაწყებისა და დასრულების დროით, სრული საათებით UTC-ში. ცვლილების მაჩვენებლის შემდეგ უნდა ჩაირთოს მხოლოდ ის ელემენტები, რომელთა მნიშვნელოვანი ცვლილებაა მოსალოდნელი. თუმცა, ღრუბლებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაში, უნდა მიეთითოს ყველა ღრუბლის ჯგუფი, მათ შორის ის ფენები ან მასივები, რომელთა ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

11. ცვლილების ინდექსი „BECMG“ და დროის პერიოდის შესაბამისი ჯგუფი გამოიყენება იმ ცვლილებების აღწერისათვის, რომელთა შედეგად მოსალოდნელია, რომ მეტეოროლოგიური პირობები მიაღწევს ან გადააჭარბებს დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს მუდმივი ან ცვალებადი სიჩქარით და გაურკვეველ მომენტში მოცემული პერიოდის განმავლობაში. დროის პერიოდი, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა აჭარბებდეს 4 საათს.

12. ცვლილების მაჩვენებელი „TEMPO“ და შესაბამისი დროის ჯგუფი გამოიყენება მეტეოროლოგიური პირობების მოსალოდნელი ხშირი ან არახშირი დროებითი რყევების აღსაწერად, როდესაც ეს რყევები აღწევს ან აჭარბებს განსაზღვრულ ზღვრულ მნიშვნელობებს და თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში გრძელდება ერთ საათზე ნაკლები, ხოლო ჯამურად მოიცავს იმ პროგნოზის პერიოდის ნახევარზე ნაკლებს, რომლის განმავლობაში მოსალოდნელია ასეთი რყევები. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელია, რომ დროებითი რყევა გაგრძელდება ერთ საათს ან მეტხანს, ცვლილების ჯგუფი „BECMG“ გამოყენებულ უნდა იქნას ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად ან მოქმედების პერიოდი უნდა დაიყოს ამ მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად.

13. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელია, რომ გაბატონებული ამინდის პირობების ერთი კომპლექსი მნიშვნელოვნად და მეტ-ნაკლებად სრულად შეიცვლება სხვა პირობების კომპლექსით, მოქმედების პერიოდი უნდა დაიყოს დამოუკიდებელ პერიოდებად, შემოკლების „FM“-ის გამოყენებით, რომელსაც უშუალოდ მოჰყვება ექვსნიშნა დროის ჯგუფი (დღე, საათი და წუთი UTC-ში), რომელიც მიუთითებს ცვლილების მოსალოდნელ დროს. „FM“ შემოკლების შემდეგ მითითებული დაყოფილი პერიოდი უნდა იყოს დამოუკიდებელი და „FM“-მდე მოცემული ყველა პროგნოზირებული პირობა უნდა ჩანაცვლდეს „FM“-ის შემდეგ მოყვანილი პირობებით.

14. პროგნოზირებული ელემენტის ან ელემენტების ალტერნატიული მნიშვნელობის წარმოშობის ალბათობა, საჭიროების შემთხვევაში, უნდა იქნეს აღნიშნული შემოკლების „PROB“ გამოყენებით, რომელსაც მოსდევს ალბათობა ათეულ პროცენტებში და ის დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოსალოდნელია ალტერნატიული მნიშვნელობების მოქმედება. აღნიშნული ინფორმაცია უნდა განთავსდეს შესაბამისი ელემენტის ან ელემენტების შემდეგ და მას უნდა მოსდევდეს ალტერნატიული მნიშვნელობა.

15. მეტეოროლოგიური პირობების დროებითი რყევების ალბათობა, საჭიროების შემთხვევაში, უნდა აღინიშნოს შემოკლების „PROB“ გამოყენებით, რომელსაც მოსდევს ალბათობა ათეულ პროცენტებში და რომელიც განთავსდება ცვლილების მაჩვენებლის „TEMPO“ და შესაბამისი დროის ჯგუფის წინ.

16. ალტერნატიული მნიშვნელობის ან ცვლილების ალბათობა, რომელიც ნაკლებია 30 პროცენტზე, არ ითვლება საკმარისად მნიშვნელოვნად და არ უნდა აღინიშნოს.

17. ალტერნატიული მნიშვნელობის ან ცვლილების ალბათობა 50 პროცენტი ან მეტი, საავიაციო მიზნებისთვის არ უნდა ჩაითვალოს ალბათობად და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა აღინიშნოს ცვლილების მაჩვენებლების „BECMG“ ან „TEMPO“-ს გამოყენებით ან მოქმედების პერიოდის დაყოფით შემოკლების „FM“ გამოყენებით.

18. ალბათობის ჯგუფი არ უნდა იქნეს გამოყენებული ცვლილების მაჩვენებელ „BECMG“-თან ან დროის მაჩვენებელ „FM“-თან ერთად.

19. ცვლილებისა და ალბათობის ჯგუფების რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი და, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს ხუთ