1. დაკვირვება მიწისპირზე ქარზე უნდა განხორციელდეს 10-11 მ სიმაღლეზე (30ფტ-3ფტ) მიწის ზედაპირიდან.

2. მიწისპირა ქარზე დაკვირვების სიზუსტე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს იმ ხელსაწყოების გამოყენებით, რომლებიც განლაგებულია შესაბამისი წესით. მიწისპირა ქარის ხელსაწყოები, ადგილობრივი რეგულარული და სპეციალური შეტყობინებებისათვის, უნდა განლაგდეს ისე, რომ მიღებულ იქნეს შედარებით ზუსტი მონაცემები ადზ-ის გასწვრივ, მაგალითად, მოფრენის ზონაში. იმ აეროდრომებზე, სადაც ტოპოგრაფიული და გაბატონებული ამინდის პირობები იწვევს მიწისპირა ქარის მნიშვნელოვან სხვაობას ადზ-ის სხვადასხვა უბანზე, უნდა განლაგდეს დამატებითი ხელსაწყოები.

3. მიწისპირა ქარის მონიტორები, დაკავშირებული შესაბამის ხელსაწყოსთან, განლაგდება მეტეოროლოგიურ სადგურზე, სმმ-ის ორგანოებში განლაგებული მონიტორების ანალოგიურად. მეტეოროლოგიურ და სმმ-ის ორგანოებში განლაგებული მონიტორები მიერთებული უნდა იყოს ერთსა და იმავე ხელსაწყოსთან.

4. ქარზე დაკვირვების გასაშუალოების პერიოდი შეადგენს:

ა) 2 წუთს – ადგილობრივ და სპეციალურ შეტყობინებებში, აგრეთვე იმ მონიტორებზე, რომლებიც განლაგებულია სმმ-ის ორგანოებში;

ბ)10 წუთს – შეტყობინება METAR-ში და SPECI, თუკი ამ 10-წუთიან პერიოდში ადგილი აქვს ქარის მიმართულებისა და/ან სიჩქარის შესამჩნევ არასტაბილურობას, საშუალო მნიშვნელობის განსაზღვრისას, გამოიყენება მხოლოდ ამ არასტაბილური პერიოდის მონაცემები და ამ შემთხვევაში მითითებული დროის 10-წუთიანი ინტერვალი მცირდება. შესამჩნევ არასტაბილურობას ადგილი აქვს, როდესაც 2 წუთის განმავლობაში დაიკვირვება ქარის მიმართულების მკვეთრი და მდგრადი ცვლილება 30 გრადუსით ან მეტით ქარის 5მ/წმ (10 კვანძი) სიჩქარისას.

5. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ, აგრეთვე შეტყობინება METAR-ში და SPECI მონაცემები ქარის სიჩქარისა და მიმართულების შესახებ გადაიცემა სიდიდით, დამრგვალებული 10 გრადუსამდე და 1მ/წმ (1კვ). ნებისმიერი დაკვირვებადი მნიშვნელობა, რომელიც არ ჯდება გადაცემისათვის გამოყენებელ მონაცემთა სკალაში, მრგვალდება ამ სკალის უახლოეს წილადამდე.

6. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ, აგრეთვე შეტყობინება METAR-ში და SPECI-ში

ა) მიეთითება ქარის სიჩქარის განმსაზღვრელი საზომი ერთეული;

ბ) ქარის საშუალო მიმართულებიდან გადახრა ბოლო 10 წუთის განმავლობაში, თუ საერთო ცვლილება შეადგენს 60 გრადუსს და მეტს, მიეთითება შემდეგნაირად:

ბ.ა) იმ შემთხვევებში, როდესაც ცვლილებების სრული დიაპაზონი შეადგენს 60 გრადუსს და მეტს, მაგრამ 180 გრადუსზე ნაკლებს, ხოლო ქარის სიჩქარე შეადგენს 1,5 მ/წმ (3 კვანძი) ან მეტი, მიმართულების ასეთი ცვლილება გადაიცემა მიმართულების ორი ექსტრემალური მნიშვნელობით, რომელთა შორის დაიკვირვებოდა მიწისპირა ქარის მიმართულების ცვლილება;

ბ.ბ) იმ შემთხვევებში, როდესაც ცვლილებების სრული დიაპაზონი შეადგენს 60 გრადუსს და მეტს, მაგრამ 180 გრადუსზე ნაკლებს, ხოლო ქარის სიჩქარე შეადგენს 1,5 მ/წმ-ზე (3 კვანძი) ნაკლებს, მიმართულების ასეთი ცვლილება გადაიცემა, როგორც არამდგრადი, ქარის საშუალო მიმართულების გარეშე;

გ) ქარის საშუალო სიჩქარიდან გადახრა (დაქროლვა), რომელიც დაიკვირვება ბოლო 10 წუთის განმავლობაში, გადაიცემა მაშინ, როცა ქარის მაქსიმალური სიჩქარე აჭარბებს საშუალო სიჩქარეს:

გ.ა) 2.5მ/წმ-ით (5კვ) და მეტით ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში, როცა გამოიყენება ხმაურის შესამცირებელი პროცედურები PანS-ATM (Doc 4444) პ. 7.2.6-ის შესაბამისად; ან

გ.ბ) 5მ/წმ-ით (10კვ) და მეტით სხვა დანარჩენ შემთხვევებში

დ) იმ შემთხვევებში, როდესაც ქარის საშუალო სიჩქარეა 0,5 მ/წმ (1 კვ), ის გადაიცემა როგორც უქარო;

ე) იმ შემთხვევებში, როდესაც ქარის საშუალო სიჩქარე გადაიცემა 50 მ/წმ (100კვ) ან მეტი, ის მიეთითება, როგორც 49მ/წმ (99 კვ);

ვ) იმ შემთხვევებში, როდესაც ამ 10-წუთიან პერიოდში ადგილი აქვს ქარის მიმართულების ან სიჩქარის შესამჩნევ არასტაბილურობას, მიეთითება მხოლოდ ქარის საშუალო სიჩქარის და მიმართულების ის გადახრა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ამ არასტაბილური პერიოდის შემდეგ.

7. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში:

ა) თუ ქარზე დაკვირვება წარმოებს ადზ-ის გასწვრივ რამდენიმე ადგილიდან, მიეთითება დაკვირვების ადგილის ადგილმდებარეობა, რომელთათვის ეს სიდიდეები მისაღებია;

ბ) თუ გამოიყენება რამდენიმე ადზ და დაკვირვებები მიწისპირა ქარზე წარმოებს უშუალოდ ამ ადზ-ებზე, გადაიცემა ყველა ადზ-ისათვის ქარის სიდიდე და მიეთითება ადზ-ები, რომელთაც ეკუთვნით ეს მნიშვნელობები.

8. შეტყობინება METAR-ში და SPECI-ში, როდესაც ქარის საშუალო სიჩქარიდან გადახრა (დაქროლვა) მიეთითება ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გადაიცემა ქარის სიჩქარის მაქსიმალური მნიშვნელობ