1. იმ შემთხვევებში, როდესაც მიმდინარე ამინდის მოვლენებზე (რომლებიც ჩამოთვლილია ამ მუხლის მე-4 პუნქტში) დაკვირვებისათვის გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, დაკვირვების სიზუსტეს უნდა უზრუნველყოფდეს იმ ხელსაწყოების გამოყენება, რომლებიც განლაგებულია შესაბამისი წესით.
2. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში მიეთითება მიმდინარე ამინდის მოვლენის ტიპი, დახასიათება და მისი ინტენსივობის შეფასება.
3. შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში მიეთითება მიმდინარე ამინდის მოვლენის ტიპი, დახასიათება, მისი ინტენსივობა და სიახლოვე აეროდრომთან.
4. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში და შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში გადაიცემა ქვემოთ ჩამოთვლილი მიმდინარე ამინდის მოვლენები და შესაბამისი კრიტერიუმების შემოკლებული აღნიშვნები (დახასიათება, ინტენსივობა, სიახლოვე აეროდრომთან):
ა) ნალექები
ჟინჟღლი DZ
წვიმა RA
თოვლი SN
თოვლის ხორხოშელა SG
ყინულის წვიმა PL
ყინულის ნემსები IC გადაიცემა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მოვლენასთან დაკავშირებულია ხილვადობის გაუარესება 5000 მეტრი და ნაკლებად
სეტყვა GR გადაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ყველაზე მსხვილი სეტყვის მარცვლების დიამეტრი შეადგენს 5მმ-ს და მეტს ნმცირე სეტყვა/ან ყინულის ხორხოშელა GS გადაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ყველაზე მსხვილი სეტყვის მარცვლების დიამეტრი შეადგენს 5მმ-ს და მეტს ნალექების გაურკვეველი
ტიპი UP გადაიცემა მხოლოდ არაიდენტიფიცირებული ნალექების შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება დაკვირვების ავტომატიზირებული სისტემები
ბ) დაბინდების სახეობები (ჰიდრომეტეორები)
ნისლი FG გადაიცემა, როდესაც ხილვადობა ნაკლებია 1000 მეტრზე, გარდა იმ
შემთხვევებისა, როდესაც თან ახლავს შემოკლებები MI, BC, PR ან VC
ჯანღი BR გადაიცემა არანაკლებ 1000 მეტრისა და არა უმეტეს 5000 მეტრი ხილვადობის დროს
გ) დაბინდების სახეობები (ლიტომეტეორები)
ქვიშა SA ქვემოაღნიშნული შემოკლებები გადაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაბინდება ძირითადად დაკავშირებულია ლიტომეტეორების არსებობასთან და ხილვადობა შეადგენს 5000 მ-ს ან ნაკლებს, გარდა “SA“, როდესაც გამოიყენება “DR“ და ვულკანური ფერფლი
მტვერი (გარემომცველი) DU
ბური HZ
ბოლი FU
ვულკანური ფერფლი VA
დ) სხვა მოვლენები
მტვრის/ქვიშის
კორიანტელი PO
ქარტეხილი SQ
ძაბრისმაგვარი ღრუბელი
(ტორნადო ან ქარბორბალა)FC
მტვრიანი ქარიშხალი DS
ქვიშიანი ქარიშხალი SS
5. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში, ასევე შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში, აუცილებლობის შემთხვევაში, გადაიცემა მიმდინარე ამინდის მოვლენების დახასიათება და შესაბამისი კრიტერიუმების შემოკლებული აღნიშვნები:
ჭექა-ქუხილი TS გამოიყენება ჭექა-ქუხილის გადასაცემად სხვა მოვლენებთან ერთად:
წვიმასთან “TSRA“, თოვლთან “TSSN“, ყინულის წვიმასთან “TSPL“, სეტყვასთან “TSGR“, ყინულის და/ან თოვლის მარცვლებთან “TSGS“ ან ამ ელემენტების ერთობლიობასთან, მაგ. “TSRASN“.იმ შემთხვევაში, თუ 10 წუთიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც წინ უსწრებს დაკვირვების ვადას, წინ უსწრებს ქუხილი, მაგრამ ნალექი აეროდრომზე არ დაიკვირვება, შემოკლება “TS“ გამოიყენება დამატებითი აღნიშვნების გარეშე.
თქეში (თავსხმა) SH გამოიყენება თავსხმა წვიმის “SHRA“ , თოვლის “SHSN“, ყინულის
წვიმის “SHPL“, სეტყვის “SHGR“, ყინულის და/ან თოვლის მარცვლების “SHGS“, და/ან ამ ელემენტების ერთობლიობის გადასაცემად მაგ. “SHRASN“. შეტყობინება METAR-ში თქეშის გადასაცემად, რომელიც დაიკვირვება აეროდრომის შემოგარენში, გამოიყენება “VC SH“ შემოკლება, ნალექების ტიპის და ინტენსივობის აღნიშვნის გარეშე.
გადაციებული ნალექები FZ გადაციებული წყლის წვეთები და ნალექები: გამოიყენება მხოლოდ შემოკლებებთან FG, DZ და RA მიწისპირა ქარბუქი BL გამოიყენება DU, SA ან SN (ქარბუქის ჩათვლით) გადასაცემად, რომლებიც ქარის მიერ აიტანება მიწისპირიდან 2 მეტრ (6 ფუტი) ან მეტ სიმაღლეზე
მიწისპირა ქარახვეტი DR გამოიყენება DU, SA ან SN (ქარბუქის ჩათვლით) გადასაცემად,რომლებიც ქარის მიერ აიტანება მიწისპირიდან 2 მეტრზე (6 ფუტი)
ნაკლებ სიმაღლეზე
დაბალი MI 2 მეტრზე დაბლა მიწისპირიდან
კვლები BC ნისლის კვლები, ნაფლეთები, რომლებიც ფარავენ აეროდრომის
ცალკეულ ადგილებს
ნაწილობრივი PR აეროდრომის მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარულია ნისლით, ხოლო
დანარჩენ ნაწილზე ნისლი არ არის.
6. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში და შეტყობინება METAR-სა SPECI-ში მიმდინარე ამინდის მოვლენების შესაბამისი ინტენსივობა ან საჭიროების შემთხვევაში, სიახლოვე აეროდრომთან მითითებულია შემდეგნაირად:
ინტენსივობა/სიახლოვეადგილობრივი შეტყობინებები METAR
სუსტი FBL “–“
ზომიერიMOD (ნიშნის გარეშე)
ძლიერი HVY “+“
გამოიყენება მხოლოდ DZ, GR, GS, PL,SG
და SN-თან (ან აღნიშნული ამინდის
მოვლენების ერთობლიობასთან;ამ შემთხვევაში
მიეთითება მხოლოდ ზომიერი და ძლიერი
ხარისხის ინტენსივობა)
შემოგარენი არ გამოიყენება VC
დაახლოებით 8-დან–16 კმ-მდე აეროდრომის
საკონტროლო წერტილიდან; გამოიყენება
მხოლოდ შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში შემდეგ
მოვლენებთან: DS, SS, FG, FC,SH, PO, BLDU, BLSN,აგრეთვე TS და VA-სთან, თუკი ისინი არ გადაიცემა
მიმდინარე ამინდის მოვლენის ფორმატში.
7. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში, ასევე შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში:
ა) გამოყენებულ უნდა იქნეს, აუცილებლობის მიხედვით, ერთი ან რამდენიმე, მაგრამ მაქსიმუმ სამი შემოკლებული აღნიშვნა მიმდინარე ამინდის მოვლენების იმ ჩამონათვალიდან, რომელიც მოცემულია ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში, შესაბამის შემთხვევებში ინტენსივობისა და მახასიათებლების ან მოვლენის აეროდრომთან სიახლოვის მითითებით, იმისათვის, რომ მოხდეს სრული აღწერა მიმდინარე ამინდისა აეროდრომზე და მის შემოგარენშიც, რაც ზეგავლენას ახდენს ფრენების წარმოებაზე;
ბ)პირველ ყოვლისა, შესაბამის შემთხვევაში, უნდა მიეთითოს ინტენსივობა ან მოვლენის აეროდრომთან სიახლოვე, რის შემდეგ მიეთითება ამინდის მოვლენის მახასიათებლები და ტიპი შესაბამისად;
გ) იმ შემთხვევაში, როდესაც დაიკვირვება ორი სხვადასხვა ტიპის მოვლენა, ეს მოვლენები უნდა გადაიცეს ორი ცალკეული ჯგუფით, რომლებშიც ინტენსივობის ან აეროდრომთან სიახლოვის ინდექსი ეხება იმ მოვლენას, რომლის წინაც მიეთითება მოცემული ინდექსი. მაგრამ ნალექების სხვადასხვა ტიპები, რომლებსაც ადგილი აქვს დაკვირვების დროს, გადაცემული უნდა იქნეს ერთი ჯგუფით, ამასთან, პირველად მიეთითება ნალექების ტიპი, რომელიც ჭარბობს, მას კი წინ უსწრებს მხოლოდ ინტენსივობის ინდექსი, რომელიც აღნიშნავს ნალექების ჯამურ ინტენსივობა