1. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში, ასევე შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში ჩართული უნდა იქნეს დამატებითი ინფორმაცია ქვემოთ ჩამოთვლილი მიმდინარე ამინდის მოვლენიბის შესახებ, რომელიც დაიკვირვებოდა აეროდრომზე უკანასკნელი რეგულარული შეტყობინების გამოცემის მომენტიდან, მაგრამ არა, დაკვირვების მომენტში. ამ შეტყობინებში შესაძლებელია გადაიცეს ინფორმაცია ახლახან დაკვირვებული ამინდის მოვლენების შესახებ, მაქსიმუმ სამი ჯგუფის გამოყენებით.
გროვა საწვიმარი ღრუბლებისა და ჭექა-ქუხილის, ზომიერი ან ძლიერი ტურბულენტობის ქარის წანაცვლების, სეტყვის, ძლიერი ქარტეხილის ხაზის, ზომიერი ან ძლიერი შემოყინვის, გადაციებული ნალექების, ძლიერი მთის ტალღების, ქვიშიანი ქარიშხლის, საერთო ქარბუქისა და ძაბრისმაგვარი ღრუბლების შესახებ ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A3-1 და A3-2 ცხრილების ნიმუშის შესაბამისად. იქ, სადაც პრაქტიკულად შესაძლებელია, ასეთი ინფორმაცია მოიცავს ცნობებს მოცემული მოვლენის ვერტიკალური გავრცელების, აგრეთვე გადაადგილების მიმართულების და სიჩქარის შესახებ.
2. ცნობები ადზ-ის მდგომარეობის შესახებ, რომელიც გაიცემა მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ, სააერნაოსნო შეთანხმების საფუძველზე გადაიცემა შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში.
შენიშვნა: ადზ-ის მდგომარეობა განსაზღვრულია მმო-ს №306 გამოცემაში “სახელმძღვანელო კოდების შესახებ“ ტომი I.1 ნაწილი A “ანბანურ-ციფრული კოდები“ კოდური ცხრილები 0366, 0519, 0919, და 1079.
3. შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში, როდესაც ეს გამართლებულია ადგილობრივი პირობებით, გადაიცემა ინფორმაცია ქარის წანაცვლების შესახებ.
ტექნიკური მოთხოვნები საჰაერო ხომალდის ბორტზე დაკვირვებისა და შეტყობინებების შესახ