1. იმ შემთხვევებში, როდესაც ღრუბლიანობის რაოდენობის და ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლის საზომად გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, დაკვირვების სიზუსტეს უნდა უზრუნველყოფდეს იმ ხელსაწყოების გამოყენება, რომლებიც განლაგებულია შესაბამისი წესით. ადგილობრივი რეგულარული და სპეციალური შეტყობინებებისათვის, აეროდრომებისათვის, რომლებიც აღჭურვილია დასაფრენად ზუსტი შემოსვლისათვის, ხელსაწყოები ღრუბლიანობის რაოდენობასა და ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლეზე დასაკვირვებლად, რომელთა მონაცემებიც გამოიყენება ადგილობრივი რეგულარული და სპეციალური შეტყობინებებისათვის, უნდა განლაგდეს ისეთნაირად, რომ მიღებულ იქნეს ყველაზე ზუსტი მონაცემები ღრუბლიანობის რაოდენობის და ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლის შესახებ დასაფრენად ინსტრუმენტული შემოსვლის სისტემის საშუალო მარკერის ზონისათვის ან აეროდრომებზე, რომლებზეც საშუალო მარკერი არ გამოიყენება 900-1200 (3000-4000ფტ)მეტრ მანძილზე ადზ-ის დასაფრენი ზღურბლიდან და ადზ-ის დასაწყისიდან დასაფრენად შესვლის მხრიდან.
2. იმ შემთხვევებში, როდესაც ღრუბლიანობის რაოდენობის და ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლის საზომად გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, მონიტორები, რომლებზეც აისახება მონაცემები ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლის შესახებ, განთავსდება მეტეოროლოგიურ სადგურზე, ხოლო დანარჩენი მონიტორები - სმმ-ის შესაბამისი ორგანოების განლაგების ადგილებში. მეტეოროლოგიურ სადგურსა და მმ-ს ორგანოებში დაყენებული მონიტორები მიერთებული უნდა იყოს ერთსა და იმავე საზომ ხელსაწყოებთან.
3. ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლე, როგორც წესი მითითებულ უნდა იქნეს აეროდრომის შემაღლების მიმართ. ასაფრენად ზუსტი შემოსავლისათვის აღჭურვილი ადზ-ის გამოყენებისას, რომლის ზღურბლის შემაღლება 15 მეტრით, (50 ფუტი) ან მეტით დაბალია აეროდრომის შემაღლებაზე, მუშავდება ლოკალური შეთანხმება იმისათვის, რომ მომფრენი სხ-ებისათვის ღრუბელთა სიმაღლე მიეთითოს ადზ-ის ზღურბლის შემაღლების მიმართ. ღია ზღვაში განლაგებული ნაგებობებიდან წამოდგენილ შეტყობინებებში ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე გადაიცემა ზღვის საშუალო დონესთან მიმართებით.
4. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში, ასევე შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლე მიეთითება 30 მეტრი სიდიდის სიზუსტით (100 ფუტი) 3000 მეტრამდე, ხოლო 3000 მეტრის ზემოთ 300 მეტრი (1000 ფუტი ) სიდიდის სიზუსტით. ნებისმიერი სხვა სიდიდე, რომელიც ზუსტად ვერ ჯდება გამოყენებად ათვლის სკალაში, მრგვალდება სიმცირისკენ.
5. აეროდრომებზე, რომლებზეც გამოიყენება დასაფრენად შესვლის და დაფრენის სქემები, დაბალი ხილვადობის პირობებში ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლის შესახებ მონაცემები გადაიცემა 15 მეტრი (50 ფუტი) სიდიდით 90მ-მდე (300 ფტ) ამ სიდიდის ჩათვლით 30 მეტრის (100 ფტ) სიდიდით 90 მეტრიდან (300 ფტ) 3000 მეტრამდე (10000 ფტ), ხოლო ვერტიკალური ხილვადობის პირობებში - 15 მეტრი (50 ფუტი) სიდიდით 90მ-მდე (300 ფტ) ამ სიდიდის ჩათვლით 30 მეტრის (100 ფტ) სიდიდით 90 მეტრიდან (300 ფტ) 600 მეტრამდე (2000 ფტ). ნებისმიერი სხვა სიდიდე, რომელიც ზუსტად ვერ ჯდება გამოყენებად ათვლის სკალაში, მრგვალდება სიმცირისკენ.
6. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში, ასევე შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში:
ა) ღრუბლების რაოდენობა მითითებულ უნდა იქნეს შემოკლებით “FEW“ (1-2 ოქტანტი), „SCT“ (3-4 ოქტანტი), “BKN“ (5-6 ოქტანტი) ან “OVC“ (8 ოქტანტი);
ბ) გროვა-საწვიმარი და კოშკისმაგვარი გროვა ღრუბლები მითითებულ უნდა იქნეს შემოკლებებით “CB“ და “TCU“;
გ) ვერტიკალური ხილვადობა მითითებულ უნდა იქნეს 30 მეტრის (100 ფუტი) სიდიდის სიზუსტით 600 მეტრამდე (2000 ფუტი);
დ) თუ ფრენებისთვის მნიშვნელოვანი ღრუბლები არ არის და ვერტიკალური ხილვადობა შეუზღუდავია, ხოლო შემოკლება “CAVOK’ ამინდის პირობების აღწერისათვის მიუღებელია, მაშინ მიეთითებულ უნდა იქნეს შემოკლება “NSC’;
ე) იმ შემთვევებში როდესაც დაიკვირვება ღრუბელთა რამდენიმე ფენა ან ღრუბლები ცალკეული მასივების სახით, ღრუბელთა რაოდენობა და ქვედა საზღვრის სიმაღლე მითითებულია შემდეგი თანმიმდევრობით: 1)ყველაზე დაბალი ფენა ან მასივი, რაოდენობის მიუხედავად, მიეთითება შესაბამისად FEW, SCT,BKN,ან OVC; 2) შემდეგი ფენა ან მასივი, რომელიც ფარავს ცის თაღის 2/8-ზე მეტს, მიეთითება შესაბამისად SCT, BKN,ან OVC; 3)შემდეგი უფრო მაღალი ფენა ან მასივი, რომელიც ფარავს ცის თაღის 4/8-ზე მეტს, მიეთითება, როგორც, BKN ან OVC და 4) გროვა-საწვიმარი (CB) და/ან კოშკისმაგვარი გროვა ღრუბლები (TCU), როდესაც ისინი დაიკვირვებიან, მაგრამ ასახული არ არიან ინფორმაციაში, რომელიც გათვალისწინებულია ზემოთ მოყვანილ 1)-3)ქვეპუნქტებში.
ვ) იმ შემთხვევაში, როდესაც ღრუბელთა ცალკეული ფენა (მასივი) შედგება გროვა-საწვიმარი და კოშკისმაგვარი გროვა ღრუბლებისაგან საერთო ქვედა საზღვრით, შეტყობინებაში ღრუბლის ფორმა მიეთითება მხოლოდ როგორც გროვა-საწვიმარი;
ზ) როდესაც ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლე ერთგვაროვანია ან დაფლეთილი ან მკვეთრად იცვლება, მიეთითება ღრუბლის ქვედა საზღვრის მინიმალური სიმაღლე.
7. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში:
ა) მიეთითება საზომი ერთეულები, რომლებიც გამოიყენება ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლის და ვერტიკალური ხილვადობის შესახებ მინაცემების წარსადგენად;
ბ) იმ შემთხვევებში, როდესაც გამოიყენება რამდენიმე ადზ და ღრუბლების ქვედა საზღვარზე დაკვირვებები წარმოებს ხელსაწყოების მეშვეობით, შეტყობინებებში მიეთითება ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე თითოეული ადზ-ისათვის და მიეთითება ის ადზ, რომელსაც ეკუთვნის ეს მონაცემებ