1. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო, სამეტყველო კავშირის მეშვეობით მიღებულ სპეციალურ შეტყობინებას ბორტიდან დაუყოვნებლივ აგზავნის ზმპც-ში.
2. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო ბორტიდან მიღებულ შეტყობინებას ვულკანური მოქმედების შესახებ, რომელიც წინ უსწრებდა ამოფრქვევას, ვულკანური ამოფრქვევის ან ვულკანური ფერფლის ღრუბლის შესახებ დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის VAAC-ს.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო ღებულობს სპეციალურ შეტყობინებას ბორტიდან, თუმცა სინოპტიკოსის აზრით, მოვლენა, რომლის მიზეზითაც გადმოიცა ეს შეტყობინება, არ იქნება მდგრადი და არ ითხოვს SIGMET-ის გამოცემას, მოცემული სპეციალური შეტყობინება ბორტიდან ეგზავნებათ SIGMET-ის დაგზავნის შესაბამისი წესით მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოებს, ზმპც-ებს და სხვა მეტეოროლოგიურ ორგანოებს რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად.
4. ზმპც-ის მიერ მიღებული შეტყობინებები სხ-ის ბორტიდან შემდგომ ვრცელდება საწყისი მეტეოროლოგიური მონაცემების სახით.
5. ბორტიდან მიღებული შეტყობინებების გაცვლა წარმოებს იმ ფორმატით, რომელშიც ისინია მიღებული.
შენიშვნა: სხ-ის ბორტიდან სპეციალური შეტყობინებების ნიმუში, რომლებიც გადაეცემათ კავშირის ხაზით “მაღლა“ ჰაერში მყოფ საჰაერო ხომალდებს მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) მე-6 დამატების A6-1 ცხრილი