1. მიწისპირა ქარის პროგნოზებში ძირითადად მიეთითება ქარის უმეტესი მიმართულება. იმ შემთხვევებში, როდესაც არ არის საშუალება, ზუსტად განისაზღვროს მიწისპირა ქარის უმეტესი მიმართულება მის მოსალოდნელ ცვალებადობასთან დაკავშირებით, მაგალითად სუსტი ქარის პირობებში (1,5 მ/წმ-ზე 3 კვანძი ნაკლები) ან ჭექა-ქუხილის დროს, პროგნოზირებული ქარის სიჩქარე მიეთითება როგორც არამდგრადი მიმართულება შემოკლება “VRB“-ს საშუალებით. თუ პროგნოზირებული ქარის სიჩქარე 0,5 მ/წმ-ზე(1 კვანძი) ნაკლებია, მაშინ პროგნოზში მიეთითება “უქარო“. თუ პროგნოზირებული მაქსიმალური ქარის სიჩქარე (დაქროლვა) აჭარბებს პროგნოზირებულ ქარის საშუალო სიჩქარეს 5მ/წმ-ით (10 კვანძი) ან მეტით, პროგნოზში მიეთითება ქარის მაქსიმალურ სიჩქარე. თუ პროგნოზირებული ქარის სიჩქარე შეადგენს 100 კვანძს ან მეტს, ის მიეთითება, როგორც 49 მ/წმ-ზე(99კვანძზე) მეტი.

2. იმ შემთხვევებში, როდესაც პროგნოზის შესაბამისად ხილვადობა შეადგენს 800 მეტრზე ნაკლებს, ის მიეთითება 50 მეტრი სიდიდის სიზუსტით; თუ ხილვადობა შეადგენს 800 მეტრს ან მეტს, მაგრამ 5 კილომეტრზე ნაკლებს – მიეთითება 100 მეტრი სიდიდის სიზუსტით; ხილვადობისას 5 კილომეტრზე მეტს, მაგრამ 10 კილომეტრზე ნაკლებს–1 კილომეტრის სიდიდის სიზუსტით; ხილვადობისას 10 კილომეტრი ან მეტი მიეთითება, როგორც 10 კმ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროგნოზირდება CAVOK-ის პირობები. პროგნოზირდება “უმეტესი“ ხილვადობა. იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელია ხილვადობის ცვალებადობა სხვადასხვა მიმართულებებით და “უმეტესი“ ხილვადობის პროგნოზირება შეუძლებელია, მიეთითება მინიმალური პროგნოზირებული ხილვადობა.

3. პროგნოზში მიეთითება ერთი ან რამდენიმე, მაგრამ არა უმეტეს სამი ქვემოთ ჩამოთვლილი ამინდის მოვლენა ან ამ მოვლენების ერთობლიობა, აგრეთვე მათი მახასიათებლები, საჭიროების შემთხვევაში ინტენსივობა:

ა) ყინულოვანი ნალექები;

ბ) ყინულოვანი ნისლი;

გ) ზომიერი ან ძლიერი ნალექები (თქეშის ჩათვლით);

დ) მტვრის, ქვიშის ან თოვლის ქარახვეტი;

ე) მტვრის მიწისპირა ქარბუქი, ქვიშის მიწისპირა ქარბუქი ან საერთო ქარბუქი;

ვ) მტვრიანი ქარიშხალი;

ზ) ჭექა-ქუხილი(ნალექით ან უნალექოდ);

თ) ქარტეხილი;

ი) ძაბრისმაგვარი ღრუბელი;

კ) სხვა ამინდის მოვლენები, რომლებიც მითითებულია 81-ე მუხლის მე-6 პუნქტში, მეტეოროლოგიურ სამსახურს, სმმ-ის ორგანოსა და შესაბამის ექსპლუატანტებს შორის შეთანხმების საფუძველზე.

ამ მოვლენების მოსალოდნელი შეწყვეტა მიეთითება შემოკლება NSW-ს მეშვეობით.

4. პროგნოზში ღრუბლების რაოდენობა უნდა მიეთითოს შემოკლებების FEW, SCT, BKN ან OVC-ს შესაბამისი გამოყენებით. თუ პროგნოზში მითითებულია ღრუბლიანობის არარსებობა და შემოკლება CAVOK არ არის მისაღები, მიეთითება შემოკლება SKC. იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელია, რომ ცა დარჩება ან გახდება დახურული და ღრუბლიანობის პროგნოზირება შეუძლებებლია, აგრეთვე არსებობს აეროდრომზე ვერტიკალური ხილვადობის შესახებ მონაცემები, პროგნოზში მიეთითება ვერტიკალური ხილვადობა VV-ს სახით, რომელსაც მოსდევს მისი პროგნოზირებული მნიშვნელობა. იმ შემთხვევებში, როდესაც პროგნოზირებულია ღრუბელთა რამდენიმე ფენა ან მასივები, ღრუბლიანობის ქვედა საზღვრის სიმაღლე და რაოდენობა მიეთითება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) ყველაზე დაბალი ფენა ან მასივი, რაოდენობის მიუხედავად, პროგნოზირებული, შესაბამისად როგორც FEW, SCT, BKN ან OVC;

ბ) შემდეგი ფენა ან მასივი, რომელიც ფარავს ცის თაღის 2/8-ზე მეტს და პროგნოზირებული, შესაბამისად როგორც SCT, BKN ან OVC;

გ) შემდეგი შედარებით მაღალი ფენა ან მასივი, რომელიც ფარავს ცის თაღის 4/8-ზე მეტს და პროგნოზირებული, შესაბამისად როგორც BKN ან OVC; და

დ) გროვა-საწვიმარი ღრუბლები, როდესაც ისინი პროგნოზირდება.

ინფორმაცია ღრუბლიანობის შესახებ შეზღუდულია ავიაციისათვის მნიშვნელოვანი მონაცემებით; პროგნოზირდება ავიაციისათვის მნიშვნელოვანი ღრუბლიანობა და როდესაც შემოკლება CAVOK არ არის მისაღები, მიეთითება შემოკლება NSC.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების საფუძველზე პროგნოზში ჩართულია პროგნოზირებული ტემპერატურა, მიეთითება TAF-ის მოქმედების პერიოდში მოსალოდნელი მაქსიმალური და მინიმალური ტემპერატურა, აგრეთვე მათი მიღწევის შესაბამისი დრო.

6. პროგნოზებში TAF-ი ცვლილებების ჯგუფის ჩასართავად ან მასში კორექტივების შეტანის კრიტერიუმები, დაფუძნებულია ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი ამინდის მოვლენების ან მათი ერთობლიობის პროგნოზირებად საწყისებზე ან დასასრულზე ან ინტენსივობის ცვლილებებზე:

ა) გადაციებული ნალექები;

ბ) ზომიერი ან ძლიერი ნალექები (მათ შორის თქეში)

გ) ელჭექი (ნალექებთან ერთად)

დ) მტვრის ქარიშხალი

ე) ქვიშის ქარიშხალი

შენიშვნა: რეკომენდაციები ცვლილებების და დროის ჯგუფების გამოყენებასთან დაკავშირებით მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A5-2 ცხრილში.

7. აეროდრომის პროგნოზში ცვლილების ჯგუფის ჩართვის ან კორექტივების შეტანის დროს გამოიყენება შემდეგი კრიტერიუმები:

ა) პროგნოზის შესაბამისად მიწისპირა ქარის საშუალო მიმართულება შეიცვლება 60 გრადუსით ან მეტით ქარის საშუალო სიჩქარისას D5 მ/წმ (10 კვანძი) ან მეტი ცვლილებამდე და/ან მის შემდეგ;

ბ) პროგნოზის შესაბამისად მიწისპირა ქარის საშუალო სიჩქარე შეიცვლება 5მ/წმ-ით (10 კვანძი) ან მეტით;

გ) პროგნოზის შესაბამისად მიწისპირა ქარის საშუალო სიჩქარიდან გადახრა (დაქროლვა) გაიზრდება 5მ/წმ-ით (10 კვანძი) ან მეტით საშუალო სიჩქარისას 7,5 მ/წმ (15 კვანძი) ან მეტი ცვლილებამდე და/ან მის შემდეგ;

დ) პროგნოზის მიხედვით ქარის ცვლილებები საექსპლუატაციო თვალსაზრისით გადააჭარბებს საყურადღებო მნიშვნელობებს; ზღვრული სიდიდეები დგინდება სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოს მიერ სმმ-ის ორგანოსთან და დაინტერესებულ ექსპლუატანტებთან კონსულტაციით ქარის ცვლილების გათვალისწინებით, რომელიც:

დ.ა) მოითხოვს გამოყენებული ადზ-ის შეცვლას;

დ.ბ) მოწმობს იმას, რომ გვერდითი და ზურგქარის მდგენელების ცვლილება ადზ-ზე გადააჭარბებს მნიშვნელობას, რომლებიც წარმოადგენს ძირითად საექსპლუატაციო ზღვარს ტიპური საჰაერო ხომალდებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ფრენებს ამ აეროდრომზე;

ე) პროგნოზის მიხედვით ხილვადობა გაუმჯობესდება და მიაღწევს და/ან გადააჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებს ან ხილვადობა გაუარესდება და გახდება ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობაზე ნაკლები:

ე.ა) 800, 1500 ან 3000მ;

ე.ბ) 5000 იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენების მნიშვნელოვანი რაოდენობა სრულდება ვიზუალური ფრენების წესებით

ვ) პროგნოზებით გათვალისწინებულია ნებისმიერი შემდეგი ამინდის მოვლენების ან მათი ერთობლიობის დაწყების ან ინტენსივობის ცვლილება:

ვ.ა) ყინულოვანი ნალექები;

ვ.ბ) ყინულოვანი ნისლი;

ვ.გ) ზომიერი ან ძლიერი ნალექები (თქეშის ჩათვლით);

ვ.დ) მტვრის, ქვიშის ან თოვლის ქარახვეტი;

ვ.ე) მტვრის მიწისპირა ქარბუქი, ქვიშის მიწისპირა ქარბუქი ან საერთო ქარბუქი;

ვ.ვ) მტვრიანი ქარიშხალი;

ვ.ზ) ჭექა-ქუხილი(ნალექით ან უნალექოდ);

ვ.თ) ქარტეხილი;

ვ.ი) ძაბრისმაგვარი ღრუბელი

ზ) პროგნოზების შესაბამისად BKN ან OVC ღრუბლების ქვედა ფენის საზღვრის სიმაღლე გაიზრდება და მიაღწევს ან გადააჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებს ან BKNან OVC ღრუბლების ქვედა ფენის ქვედა საზღვრის სიმაღლე შემცირდება და გახდება ნაკლები ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებზე:

ზ.ა) 30,60,150 ან 300მ (100,200,500 ან 1000 ფუტი);

ზ.ბ) 450მ (1500 ფუტი)– იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენების მნიშვნელოვანი რაოდენობა სრულდება ვიზუალური ფრენების წესით;

თ)450 მეტრზე (1500 ფუტი) დაბალ ფენაში ღრუბლების რაოდენობა შეიცვლება:

თ.ა) SKC, FEW ან SCT-დან BKN ან OVC-მდე; ან

თ.ბ) BKN ან OVC-დან SKC, FEW ან SCT-მდე;

ი) პროგნოზით მოსალოდნელია გროვა-საწვიმარი ღრუბლების განვითარება და/ან გაფანტვა;

კ) პროგნოზის მიხედვით ვერტიკალური ხილვადობა გაუმჯობესდება და მიაღწევს ან გადააჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობას ან ვერტიკალური ხილვადობა გაუარესდება და გახდება ნაკლები ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებზე: 30,60,150 ან 300მ (100,200,500 ან 1000 ფუტი);

ლ) ნებისმიერი სხვა კრიტერიუმები, რომლებიც ემყარება მოცემული აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმებს და შეთანხმებულია აეროდრომის მეტეოროლოგიურ ორგანოსა და დაინტერესებულ ექსპლუატანტებს შორის.

შენიშვნა:, მოცემული აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმებზე დაფუძნებული, სხვა კრიტერიუმები, განხილულ უნდა იქნეს სპეციალური შეტყობინება SPECI-ს გამოცემისათვის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ კრიტერიუმების ანალოგიურად.

8. იმ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია ზემოთ ჩამოთვლილი ელემენტების ცვლილების მითითება, რომლებიც ჩამოთვლილია 38-ე მუხლის მე-3 პუნქტში, იმ კრიტერიუმებთან შესაბამისობაში, რომელიც მითითებულია ამ მუხლის მე-7 პუნქტში, გამოიყენება ცვლილებების ინდექსები “BECMG’ და “TEMPO“, რომელთა შემდეგ მოდის დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოსალოდნელია ცვლილება. პერიოდის დაწყება და დამთავრება მიეთითება სკდ-ის (UTC) მთელ საათებში. ცვლილების ინდექსის შემდეგ ჩართულია მხოლოდ ის ელემენტები, რომელთა მნიშვნელოვანი ცვლილებაც არის მოსალოდნელი, მაგრამ ღრუბლების მოსალოდნელი ცვლილების შემთხვევაში მითითებულია ღრუბლების ყველა ჯგუფი, ღრუბლების იმ ფენებისა და მასივების ჩათვლით, რომელთა ცვლილება მოსალოდნელი არა არის.

9. ცვლილების ინდექსი BECMG (შემოკლება becoming-სგან) და დროის პერიოდის შესაბამისი ჯგუფი გამოიყენება იმ ცვლილებების აღწერისათვის, რომელთა შედეგად მოსალოდნელია, რომ მეტეოროლოგიური პირობები მიაღწევს ან გადააჭარბებს დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს მუდმივი ან ცვალებადი სიჩქარით და გაურკვეველ მომენტში მოცემული პერიოდის განმავლობაში. დროის პერიოდი, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა აჭარბებდეს 4 საათს.

10. ცვლილების ინდექსი TEMPO (შემოკლებa temporary-სგან) და დროის პერიოდის შესაბამისი ჯგუფი გამოიყენება მეტეოროლოგიური პირობების დროში ხშირი ან არახშირი ცვლილებების დროს, რომლებიც მიაღწევს ან გადააჭარბებს დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში გრძელდება 1 საათზე ნაკლები, მთლიანობაში კი – პროგნოზის პერიოდის ნახევარზე ნაკლები დროისა, რომლის განმავლობაშიც მოსალოდნელია ცვლილებები. იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელია, რომ დროში ცვლილებების ხანგრძლივობა იქნება 1 საათი ან მეტი, მაშინ ამ მუხლის მე-9 პუქტის შესაბამისად გამოყენება ცვლილებების ჯგუფი BECMG ან დაიყოფა დროის შესაბამის პერიოდებად.

11. აუცილებლობის შემთხვევაში გადაიცემა პროგნოზირებული ელემენტების ალტერნატიული მნიშვნელობების ალბათობა, რისთვისაც გამოიყენება შემოკლება “PROB“ ალბათობის ათეულ პროცენტებში და დროის პერიოდის მითითებით, რომლის განმავლობაშიც მოსალოდნელია ალტერნატიული მნიშვლელობები. ინფორმაცია ალბათობაზე ჩართულია პროგნოზირებული ელემენტის შემდეგ, რასაც მოსდევს ელემენტის ალტერნატიული მნიშვნელობა. აუცილებლობის შემთხვევაში გადაიცემა მეტეოროლოგიური პირობების დროითი ცვლილებების პროგნოზის ალბათობა, რისთვისაც გამოიყენება შემოკლება “PROB“, რის შემდეგ მოდის ალბათობა ათეულ პროცენტებში, რომელიც ჩართულია ცვლილების ინდექსის “TEMPO“-ს წინ შესაბამისი დროის ჯგუფით. ალტერნატიული მნიშვნელობის ან ცვლილების ალბათობა 30%-ზე ნაკლები ითვლება უმნიშვნელოდ და იგი არ მიეთითება. ავიაციის შემთხვევაში ალტერნატიული მნიშვნელობის ალბათობა 50% და მეტი არ შეიძლება ჩაითვალოს ალბათობად და მის მაგიერ, აუცილებლობის შემთხვევაში, მიეთითება ცვლილების ინდექსი “BECMG“ და “TEMPO“-ს გამოყენებით ან მოქმედების პერიოდის დაყოფით შემოკლება “FM“-ის ჩართვით. ალბათობის ჯგუფი არ გამოიყენება განმსაზღვრელი ელემენტის სახით ცვლილების ინდექსისათვის “BECMG“ ან დროის ინდექსისათვის “FM“.

12. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელია მნიშვნელოვანი და მეტნაკლებად მთლიანი ცვლილება ამინდის ერთი ან პრევალირებული ჯგუფისა მეორეთი, მოქმედების პერიოდი იყოფა დამოუკიდებელ პერიოდებად, შემოკლება “FM“-ის გამოყენებით, რის შემდეგ მოდის დროის ოთხციფრიანი ჯგუფი მთელ საათებსა და წუთებში (სკდ), რომელიც მიუთითებს მოსალოდნელი ცვლილების ვადას. შემოკლება “FM“-ის შემდეგ გამოყოფილი პერიოდი წარმოადგენს დამოუკიდებელ ელემენტს და ამ შემოკლების შემდეგ მითითებული პირობები ცვლიან ყველა პროგნოზირებულ პირობებს, რომლებიც წინ უსწრებენ ამ შემოკლებას.

13. ცვლილებების და ალბათობის ჯგუფის რაოდენობა მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი და, როგორც წესი, ისინი არ უნდა აჭარბებდნენ ხუთ